ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ხუთ ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი იკრიბებიან – ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერასთან, პარლამენტთან და პუშკინის სკვერთან. გადაიხდიან პარაკლისს, გაიმართება კონცერტები და მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს.