• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) გაანგარიშებისა და დაცვის მეთოდოლოგია დაამტკიცა.

ბაზელ III-ის LCR წარმოადგენს მოკლევადიანი (30 დღემდე) ლიკვიდობის მართვის საერთაშორისოდ გავრცელებულ, თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას და ამ ტიპის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. მისი დანერგვა ასევე რეკომენდირებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის “ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)” ფარგლებში.

ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლისას “მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივებს” ვუფარდებთ “მთლიან წმინდა ფულად გადინებას”, სადაც “წმინდა ფულადი გადინება” არის ფინანსური სტრესის 30-დღიან პერიოდში “ფულად გადინებასა” და “ფულადი შემოდინებას” შორის სხვაობა. არასტრესულ პერიოდში ჯამურად ყველა ვალუტის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 100 პროცენტზე ნაკლები. შედეგად, ბანკი უნდა ფლობდეს საკმარის ლიკვიდურ აქტივებს, რომ ფინანსური სტრესის დროს გაუმკლავდეს მოსალოდნელ გადინებებს.

განსხვავებით დღეს არსებული მოთხოვნისა, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ითვალისწინებს „გადინებისა“ და „შემოდინების“ განსხვავებულ მაჩვენებლებს, ვალდებულებებისა და აქტივების სხვადასხვა ტიპების მიხედვით. იგი ასევე ითვალისწინებს, ქართული საბანკო სისტემის დამახასიათებელ სპეციფიკას, როგორიც არის ვალდებულებების კონცენტრაცია, არარეზიდენტების დეპოზიტები და საპროცენტო ხასიათის მიმდინარე ანგარიშების მაღალი წილი.

ასევე, გათვალისწინებულია ვალდებულების მაღალი დოლარიზაცია, რაც სტრესის დროს დამატებით საფრთხეს ქმნის, რადგან შეზღუდულია ლიკვიდობის საგანგებო გეგმის, მიტიგაციის სხვა ღონისძიებების ან ეროვნული ბანკის მხრიდან მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამურ და ცალკე უცხოური ვალუტის LCR-ის მოთხოვნის მინიმალური დონე განისაზღვრება 100 პროცენტით, ხოლო ლარის – 75 პროცენტით. ამასთან, ლიკვიდურად ითვლება კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული უცხოურ ვალუტის მინიმალური სავალდებულო რეზერვების  75 პროცენტი, ხოლო ლარით – 100 პროცენტი.

LCR-ის 100 პროცენტის დაცვა კომერციული ბანკებისთვის სავალდებულოა 2017 წლის 1 სექტემბრიდან. აღსანიშნავია, რომ მისი დანერგვა საქართველოს საბანკო სისტემაში 2012 წლიდან დაიწყო და აქამდეც გამოიყენებოდა საზედამხედველო პროცესში ლიკვიდობის რისკის მონიტორინგისთვის. პარალელურად, მიმდინარეობდა კოეფიციენტის ცალკეულ მაჩვენებელებზე დაშვებების კალიბრაცია (პარამეტრების დაზუსტება). ჯამურად, სისტემაში დღეისთვის ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ლიკვიდობაა, რაც კიდევ უფრო გააიოლებს LCR-ის ოფიციალურად დანერგვას.

LCR-ის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრუდენციულ ზედამხედველობას. ამასთან, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების მიზნით, მომავალი წლიდან წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) შემუშავება იგეგმება. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30 პროცენტი) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ლიკვიდობის რისკის საზედამხედველო ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოვა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის სტანდარტებთან.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ქართული ფილმი ,,ანას ცხოვრება” ბუენოს-აირესში მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართული ფილმი ,,ანას ცხოვრება” ბუენოს-აირესში მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

10 years ago
“ტენე” 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა – რა უპირატესობები აქვს გადაწყვეტილებას

“ტენე” 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა – რა უპირატესობები აქვს გადაწყვეტილებას

5 years ago
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

9 years ago
„ლადო… ჩვენი სიყვარულის კაცი“ – გარდაიცვალა ცნობილი ანიმატორი და რეჟისორი

„ლადო… ჩვენი სიყვარულის კაცი“ – გარდაიცვალა ცნობილი ანიმატორი და რეჟისორი

2 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by