1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4253 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0074 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7205 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7148 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.