თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრები ბილეთების შეძენას ნებისმიერი ბარათის გამოყენებით შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
“სულ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მეტროს ბარათების მეშვეობით გადახდის უზრუნველყოფას, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი. სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მოსახერხებელია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
უფრო მეტი დეტალი, ახალი ინიციატივის შესახებ, თბილისის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება უბილეთო მგზავრისთვის ჯარიმის ოდენობის გაზრდას, ნარმანიას განცხადებით, ამ მიმართულებით ცვლილებები ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.