• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველ მუსლიმთა რელიგიური და არარელიგიური ტრადიციები

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ქართველ მუსლიმთა რელიგიური და არარელიგიური ტრადიციები
31
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველა რელიგია, მათი დოგმატური საფუძვლების ხელშეუხებლობის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ადგილობრივ კულტურასთან ადაპტირდება. ისევე როგორც ქრისტიანობა საქართველოს მაღალმთიანეთში ადგილობრივ კულტებს შეუერთდა და წარმართული დროის გმირები ღვთისშვილებად მონათლა, ასევე ისლამმაც შეისისხლოხორცა ის ქართული ადათ-წესები, რაც მის დოგმებს არ ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, არსებობს კულტურის წითელი ხაზები, რასაც ისლამი არ გადაკვეთს, თუმცა, როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, მცირეოდენი განსხვავებები ხელს არ უშლის მუსლიმთა შორის ქართული ეროვნული სულისკვეთების არსებობას.

უფრო დაწვრილებით, იმასთან დაკავშირებით, თუ რა წეს-ჩვეულებებს მისდევენ ქართველი მუსლიმები, “თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ფეთვის განყოფილების ხელმძღვანელ რეზო მიქელაძესთან.

რამდენად ეწინააღმდეგება ქართველ მუსლიმთა რელიგიური ტრადიციები ქართულ წეს-ჩვეულებებს?

– აჭარელ მუსლიმთა უმრავლესობა ქართველია. შესაძლოა, კუთხური თვალსაზრისით, ჩვენი ტრადიციები განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებისგან, მაგრამ, როგორც საქართველოს შვილებს, ყველას ერთი კულტურა გვაერთიანებს. ისეთი ჩვეულება, რომელიც რელიგიით არ გვეკრძალება, აქაურ მუსლიმებში მიღებული და დამკვიდრებულია. მაგალითად ალკოჰოლის დალევა ისლამის მიხედვით აკრძალულია, მნიშვნელობა არ აქვს, ას გრამს დალევ თუ დათვრები. ამრიგად, თუ მეღვინეობას ქართულ ტრადიციასთან გავაიგივებთ, მაშინ გამოდის, რომ ისლამი გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ ტრადიციასთან. ავიღოთ კიდევ ღორის ხორცი, რომელსაც ჩვენ არ მივირთმევთ. ღორის ხორცის აკრძალვას ისლამში არანაირი წინაპირობა არ აქვს, ყურანი უბრალოდ გვეუბნება: „არ მიირთვათ“. რაც შეეხება ღვინის აკრძალვას, ეს აიათიდან მომდინარეობს. როცა შუამავლის მეგობრებმა ალკოჰოლური სასმელი მიიღეს და სავალდებულო ლოცვა ვეღარ შეასრულეს, ღვთის შუამავალს ჰკითხეს ეს საქმე როგორ გამოსწორდებოდა.

დასაშვებია თუ არა არამუსლიმზე დაქორწინება და რამდენად ბევრია შერეული ოჯახები?

– ისლამის ლიტერატურაში არსებობს ტერმინი ეჰლ-ი-ქითაბი ანუ ღვთიური წიგნის ხალხი. მათი ქალების თხოვნა აკრძალული არ არის და მუსლიმს ჩვეულებრივად შეუძლია იუდეველი ან ქრისტიანი ქალის ცოლად მოყვანა. ყურანის თანახმად, ქალს მუსლიმზე მითხოვების შემთხვევაში აქვს საკუთარი რელიგიის შენარჩუნების უფლება და მეუღლემ ძალდატანებით არ უნდა მოსთხოვოს სარწმუნოების შეცვლა. რაც შეეხება მუსლიმი ქალის არამუსლიმზე გათხოვებას, ეს უკვე აკრძალულია, მნიშვნელობა აღარ აქვს ხელის მთხოვნელი ქრისტიანი იქნება, იუდეველი თუ ათეისტი. შერეული ოჯახები მრავლადაა და რელიგია ამ ოჯახებში წინა პლანზე არ დგას, რომ წყვილებს შორის რაიმე პრობლემა წარმოქმნას.

როგორ ტარდება მუსლიმთა ქორწინების რიტუალი?

– შეუღლების ცერემონია ანუ საქორწინო აქტი  ხშირად მეჩეთში ტარდება. კონკრეტულად ამისთვის გამიზნული ადგილი არ გვაქვს. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთს ოთხი წინამძღვარი ჰყავს, წინასწარ აცნობებს წყვილი რომელიმე მათგანს, შეხვედრის თარიღს დაუთქვამს და შედგება საქორწინო აქტი. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აქვს ოფიციალური ბლანკი, რომელშიც აისახება წყვილის შეუღლება. ძალიან მნიშვნელოვანია მოწმეების ინსტიტუტი, აუცილებელია, რომ შეუღლების მსურველებს თითო მოწმე ჰყავდეთ იმისთვის, რომ შეუღლება ძალაში შევიდეს. როგორც წესი, მეჩეთის წინამძღოლი ჰკითხავს ვაჟს და ქალს, თანახმა არიან თუ არა რომ შეუღლდნენ. ორივე მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, წინამძღვარი დალოცავს ახალ ოჯახს, უსურვებს ბარაქიანობას, ასევე მოწმეებისგან მიიღებს დასტურს, რომ წყვილი ნებაყოფლობით ქორწინდება, ხელს მოაწერინებს საქორწინო აქტზე და ცერემონიაც ამით დასრულდება.

ვინ არის მეუღლე?

– პირდაპირ წერია აიათში, რომ როდესაც წარღვნა იწყება, რამდენიმე ადამიანი არ შედის ნოეს მიერ აგებულ ხომლადში, რომელთგან ერთ-ერთი მისი მეუღლეა. აიათში ნოეს ცოლი აღნიშნულია სიტყვა „ქალით“, რაც მის ურწმუნოებაზე მიგვითითებს. უფრო რომ გავყვეთ ყურანის თხრობას, აღმოვაჩენთ, რომ ის ცოლები, რომლებიც ურწმუნონი იყვნენ, ყველანი „ქალის“ სახელით არიან მოხსენიებულნი, ხოლო როცა ყურანი მორწმუნე ცოლზე გვესაუბრება, ამ შემთხვევაში მას „მეუღლეს“ უწოდებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხსენებული წყვილი ერთი და იმავე იდეის მატარებელია. ამ თითქოს პატარა ნიუანსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, მეუღლეობის პასუხისმგებლობას ვერავითარ შემთხვევაში ერთი მხარე ვერ აიღებს, უღელს მხოლოდ ერთი მხარე ვერ გასწევს, ისინი თანაბრად არიან ვალდებულნი და პასუხისმგებელნი ერთმანეთისა და ოჯახის წინაშე.

თანასწორობის პრინციპი რამდენადაა დაცული მუსლიმურ ოჯახში?

– რაც შეეხება თანასწორობას, აჭარაში მამაკაცები ვართ უფრო მეტად პრობლემის ქვეშ. ეს ხუმრობით. ახლო აღმოსავლეთის და არაბულენოვან ქვეყნებში მიცხოვრია. ასე თუ ისე, ვიცნობ მათ ყოფასა და ტრადიციებს და უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი საკითხი, რაც ქალთა და კაცთა უთანასწორობას ეხება, რელიგიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეწეროს. გაზეთები და სოციალური მედია ზოგჯერ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და ზოგიერთ ძალადობრივ შემთხვევას ისლამთან აიგივებენ. ადგილობრივ ადათებს, რომლებსაც ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რიგ შემთხვევებში საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოების ცხოვრების წესზე. ამ ქვეყნებში ოჯახები თვიანთი ადათ-წესიდან გამომდინარე სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან.

ბავშვის დაბადებადებასთან დაკავშირებით რა ტრადიციები აქვთ ქართველ მუსლიმებს?

– ყველაფერი, რაც ისლამის დოგმატიკას არ ეწინააღმდეგება, დასაშვებია. ბავშვის დაბადებასაც, ჩვეულებისამებრ, აღვნიშნავთ. ასეთ შეკრებებზე ღრეობა და ალკოჰოლის მოტანა თავისთავად აკრძალულია. შუამავალს ნაბრძანები აქვს, რომ, როცა ადამიანს ბავშვი შეეძინება, მადლიერების ნიშნად მსხვერპლი უნდა შეწიროს.

რა მსხვერპლი შეიწირება შვილის შეძენის აღსანიშნად?

– ისლამის თანახმად მსხვერპლი უნდა იყოს მხოლოდ ძროხა, თხა, ცხვარი ან აქლემი. აქლემი საქართველოში არ არის, ამიტომ დანარჩენი სამიდან ერთ-ერთს ვწირავთ. ზოგადად წელიწადში ერთხელ სავალდებულო შესაწირს ყველა მდიდარი წირავს, აუცილებელი არ არის, რომ მაინცდამაინც შვილი შეეძინოს. შესაწირის დაკვლა ნებისიერ ადგილზე შეიძლება, არ არის აუცილებელი მეჩეთში ან მეჩეთის ეზოში. შესაწირის წესი ასეთია: შემწირველმა დაკვლის შემდეგ ერთი ნაწილი ოჯახს უნდა დაუტოვოს, ერთი – გაჭირვებულებს დაუნაწილოს და ერთიც – ნათესავებს მისცეს. ზოგჯერ საერთო სუფრაც იმართება.

ვისი მოვალეობაა მოწყალების გაცემა და მსხვერპლშეწირვა?

– ახლა რამადანია. მარხვა რომ დასრულდება, სამოცდაათი დღის შემდგომ იქნება მსხვერპლ შეწირვის დღესასწაული, რომელზეც ყველა შეძლებული ადამიანი წირავს მსხვერპლს. ქველმოქმედება ანუ ზექათი ყველა მუსლიმს მოეთხოვება მათი შესაძლებლობების მიხედვით. ზექათი არაბული სიტყვაა და განწმენდას, ანუ ღმერთის მიერ შენზე გადმოცემული სარჩოს განწმენდას, სუფთად მირთმევას ნიშნავს. ზექათი დაახლოებით ქონების 2,5 პროცენტია და მისი გაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ქონება გარკვეულ ზღვარს მიაღწევს. მაგალითად, თუ 80-90  გრამი ოქროს ექვივალენტი გაქვს გადადებული (დაახლოებით ექვსი ათასი დოლარი), მაშინ ქონების მფლობელს აღნიშნული პროცენტის ღარიბებისთვის გადაცემა ევალება.

მუსლიმმა სად უნდა მიიტანოს შესაწირი?

– აუცილებელი არაა, რომ შესაწირი მეჩეთში მოიტანოს. შეუძლია ნებისმიერ მგზავრს ან გაჭირვებულს დაეხმაროს. ჩვენთან აბსოლუტურად არ არსებობს ისეთი წესი, რომ რაიმე მსახურებასთან დაკავშირებით მრევლს გადასახადი დავუწესოთ. თუმცა ყოველ პარასკევს ლოცვის შემდეგ ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეუძლიათ მოწყალების გაცემა. მუსლიმთა სამმართველოში ხშირად მოგვმართავენ უმწეო ადამიანები, ასევე განცხადებებს ვიღებთ ავადმყოფებისგან და სამედიცინო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ განვიხილავთ მათი დახმარების საკითხს. პარასკევობით ლოცვის შემდეგ მივმართავთ მრევლს, რომ თავად დაეხმარონ გაჭირვებულებს, ან დავაყენებთ ხოლმე ორ ადამიანს, რომლებიც ზრუნავენ თანხის შეგროვებაზე, დათვლასა და ჩვენს ოფისში მოწოდებაზე, შემდგომში განმცხადებელთა თხოვნების დასაკმაყოფილებლად.

დაკრძალვის რიტუალის შესახებ რას გვეტყვით?

– თუ ადამიანი დილით ან შუადღით გარდაიცვლება, მას შეძლებისდაგვარად იმ დღესვე მზის ჩასვლამდე დაკრძალავენ. გარდაცვლილის სხეულს მეჩეთში არ ასვენებენ. ქალები დაკრძალვას არ ესწრებიან.

წინადაცვეთაც მეჩეთში აღესრულება?

– წინადაცვეთა ძველად ოჯახებში ტარდებოდა. ახალა საავადმყოფოებში და მას ჩვეულებრივი ოპერაციის სახე აქვს. ხანდახან მუსლიმთა სამმართველოში აქციებიც გვაქვს, მიგვყავს ექიმების ჯგუფი და რეგიონებში ვაკეთებთ ამ ოპერაციას. წინადაცვეთას ნათლობასთან არასწორად აიგივებენ. ის რელიგიურ ცერემონიას არ წარმოადგენს, არც ყურანშია ბრძანება ამ ტრადიციასთან დაკავშირებით და სუნეთიდან მომდინარეობს, რაც შუამავლის მიერ ჩადენილ საქმეებს გულისხმობს და ყველა მუსლიმისთვის მისაბაძია.

შევნიშნე, როგორ ესალმებით თქვენს ნაცნობ მუსლიმებს. ეს ტრადიცია საიდან მოდის?

– როდესაც თვალი გავახილე, დავინახე, რომ ჩვენი მოხუცები ასე თავის თავზე, საფეთქლის საფეთქელზე მიდებით ესალმებოდნენ, თუმცა რთულია თქმა, როდიდან ან  საიდან მოდის ეს ტრადიცია. შესაძლოა მას ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ რადიკალურად რომ მივუდგეთ და წარსულიდან მომდინარე ადათების ან ცრურწმენების შეცვლა დავიწყოთ, შესაძლოა მეჩეთი დაგვეცალოს. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ნელ-ნელა მივაჩვიოთ ხალხი სწორად აზროვნებას და ცრურწმენებისგან გავათავისუფლოთ. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 25 მუსლიმი თეოლოგია, რაც ძალიან ცოტაა, საქმე კი – ბევრი.

რამდენადაა დაშვებული წმინდანთა და მოციქულთა მიმართ ვედრება?

– ისლამის შესაბამისად ადამიანი მხოლოდ ღმერთს უნდა შეევედროს. არიან წმინდანები და შუამავლები, რომელთა ცხოვრებაც მუსლიმისთვის ნამდვილად სამაგალითოა, მაგრამ მათ მიმართ ლოცვა ან შემწეობის თხოვნა კატეგორიულად იკრძალება. ღმერთი ამბობს: „მე თქვენს საძილე არტერიაზე უფრო ახლოს ვარ“, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ვედრებას უსწრაფესად შეისმენს. დღეს ვინმე რომ ჩავიდეს მედინაში შუამავალ მუჰამმედის საფლავზე და ვედრება დაუწყოს, დაცვის სამსახური, შეუსაბამო ქმედების გამო, მყისიერად გაიყვანს საფლავის ტერიტორიიდან. ამრიგად, ისლამში თაყვანისცემა და შეწევნის თხოვნა მხოლოდ ღვთისადმი გვმართებს. შუამავალიც ჩვეულებრივი ადამიანია და მისი როლი ადამიანისადმი ღვთის სიტყვისა და ზნეობრივი მაგალითის მოტანით შემოიფარგლება.

არაბული ისლამის ენაა. მეჩეთებში წარწერებიც ამ ენაზეა შესრულებული. ღვთისმსახურებისთვის რატომ არ იყენებთ ქართულ ენას?

– ლოცვას როცა ვამბობთ, ორ ფორმას ვგულისხმობთ: ლოცვას და ვედრებას. ვედრება რომელი ენითაც გსურთ, იმით შეგიძლიათ შეასრულოთ, მაგრამ საზოგადო მსახურება მეჩეთში ყოველთვის არაბულ ენაზე აღესრულება და ეს ფორმატი საერთოა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის  ნებისმიერი მეჩეთისთვის. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ეკლესიებში ლოცვა სხვადასხვა ენაზე ტარდება: სომხურ ეკლესიაში – სომხურად, რუსულში – რუსულად, კათოლიკურში – ლათინურად, ქართულში – ქართულად. მე კი, როგორც მუსლიმი, რომელი ქვეყნის რომელ მეჩეთშიც არ უნდა შევიდე, ყველგან ერთ ენაზე, არაბულად, შემიძლია ლოცვის მოსმენა.

მარიამ ქალებაშვილი

Share12Tweet8

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

თურქეთში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ექვსმა პოლიციელმა ჩაიდინა თვითმკვლელობა

13 years ago

გიორგი ვოლსკი: “ნაციონალური მოძრაობა” უნარიანად ისეთ ხელისუფლებას თვლიან, რომელსაც შეუძლია წაართვას, სახელმწიფო ქონებით ივაჭროს, დაჩაგროს”

12 years ago
საქართველოში პური იაფდება

საქართველოში პური იაფდება

4 years ago
„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს

აფბა: “ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია”

10 years ago

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026
  • თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by