• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, November 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

9-11 ივნისს, თბილისში, გამოფენების ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 გაიმართება.

როგორც ”თბილისი თაიმსს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს „ექსპო-ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გამრეკელმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

„10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო, რაც ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას“, – აღნიშნა ნინო გამრეკელმა.

მისივე თქმით, გამოფენის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს გადაეცმათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, დამატებით, სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ღვინო უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდება.

„წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისი ინფორმაციით საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახელობით მედლები: საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი; საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ოფიციალურად 9 ივნისს, 11:00 საათზე გაიხსნება.

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობს 97 კომპანია, წარმოდგენილი იქნება 170-ზე მეტი ღვინო. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

გამოფენას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სტუმრებს მიესალმებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – გიორგი ჩოგოვაძე და საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა
ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

11/19/2026
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
ახალი ამბები

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

11/19/2026
ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026

საინტერესო

შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

10 years ago
ეკრძალებათ თუ არა კორონაგადატანილებს ალკოჰოლი? ინფექციონისტების რეკომენდაცია

ეკრძალებათ თუ არა კორონაგადატანილებს ალკოჰოლი? ინფექციონისტების რეკომენდაცია

6 years ago
ნუნების მოჭრა, 10 წუთზე ხანგრძლივი შხაპი – ზაზა თელია ასახელებს 13 მავნე ჩვევას, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს

ნუნების მოჭრა, 10 წუთზე ხანგრძლივი შხაპი – ზაზა თელია ასახელებს 13 მავნე ჩვევას, რომელსაც ყველა უნდა მოერიდოს

3 years ago
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

8 years ago

ახალი ამბები

დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია – ფონიჭალის ტრაგედიის ახალი დეტალები
ახალი ამბები

დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია – ფონიჭალის ტრაგედიის ახალი დეტალები

11/20/2026

დილიდან საქართველო უმძიმესმა ამბავმა შეძრა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ...

მეტის ნახვაDetails
“ თითქმის მთელი სხეული აქვს დამწვარი” – როგორია აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

“ თითქმის მთელი სხეული აქვს დამწვარი” – როგორია აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

11/20/2026
„ყველაზე მძიმე ამბავი წინაა…“ – სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა და და ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„ყველაზე მძიმე ამბავი წინაა…“ – სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა და და ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლნენ

11/20/2026
მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს – ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს – ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია – ფონიჭალის ტრაგედიის ახალი დეტალები 11/20/2026
  • “ თითქმის მთელი სხეული აქვს დამწვარი” – როგორია აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა 11/20/2026
  • „ყველაზე მძიმე ამბავი წინაა…“ – სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა და და ფონიჭალის ტრაგედიას ემსხვერპლნენ 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by