საქართველოს მასშტაბით, ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 300-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტოში აცხადებენ.
სააგენტოს ცნობით, სამსახურის თანამშრომლები ყველა გამოძახებაზე გავიდნენ. გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა თბილისიდან, სურამიდან, ადიგენიდან, ახალციხიდან და ხაშურიდან. ამ დროის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო დაშავებულები არ არიან.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. მერიის პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის, უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან.