• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

16 ივნისიდან პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა.

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, 16 ივნისს პეკინის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ასევე გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს პეკინის გამზირის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა, შესაბამისად მოსახლეობა რაიონული გამგეობის მიერ წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რათა თავიდან ავიცილოთ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამუშაოები სწრაფ ტემპში, 24 საათიან რეჟიმში წარიმართოს, რათა სექტემბერში, ვიდრე მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, ყველა ძირითადი სამუშაო იყოს დასრულებული და გადაადგილება იყოს თავისუფალი. ამიტომაც ჩვენ აქ გვესწრება როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანია, ასევე ის კომპანიები, რომლებიც კომუნიკაციაზე არიან პასუხისმგებლები. სამი მთავარი ამოცანა გვექნება: პირველი – რაც შეიძლება, ინტენსიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი გვექნება. მეორე – ეს იქნება დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანა, რათა ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში ქალაქში რჩებიან, მათთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და მესამე – სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკომუნიკაციო კომპანიებთან ერთად, ჯერ კომუნიკაციები გამოვცვალოთ, შემდეგ მოვაწესრიგოთ გზის საფარი და ტროტუარები. ქუჩების პერიოდულ დაკეტვასთან და მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან, შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად, დღეების მიხედვით რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები. რაიონული გამგეობა აფრთხილებს მოსახლეობას, იქ არსებული კომერციული ფართების მესაკუთრეებს, რათა წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ის მცირე დისკომფორტი, რაც დაკავშირებული იქნება შეზღუდვებთან, არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც ქალაქი პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაციით მიიღებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინის ქუჩაზე 60 წელია არ შეკეთებულა.

საკომუნიკაციო ქსელის აღდგენა – გამოცვლას კომპანია GWP განახორციელებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალსადენის ორ კმ-იან მაგისტრალურ ქსელს. წყალსადენის გამანაწილებელი ქსელების სამ კმ-იანი სიგრძის ძველი მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. ასევე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების ინფრასტრუქტურული ელემენტები სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭებზე ახალი, ევროსტანდარტის, ჰერმეტული და ბრენდირებული თავსახურები დამონტაჟდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბულ კოლექტორს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი, გერმანული კომპანიების ექსპერტები განახორციელებენ.

გარდა ამისა, მოეწყობა 600 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი, ასევე ახალი საკონტროლო ჭები და ცხაურები, სულ 20 ერთეული. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე; დაიგება ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და გასტანს მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ განახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე შეიზღუდება.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

წლის ბოლომდე კოვიდ-19-ის მილიონ შემთხვევამდე ავალთ! – ექიმი დავით მრელაშვილი

წლის ბოლომდე კოვიდ-19-ის მილიონ შემთხვევამდე ავალთ! – ექიმი დავით მრელაშვილი

6 years ago
ფრჩხილების სწრაფი გაზრდა სახლის პირობებში

ფრჩხილების სწრაფი გაზრდა სახლის პირობებში

11 years ago
საკეისრო კვეთის ყურების შემდეგ, მშობიარეს ქმარი კლინიკისგან მილიარდს ითხოვს

საკეისრო კვეთის ყურების შემდეგ, მშობიარეს ქმარი კლინიკისგან მილიარდს ითხოვს

3 years ago
მიხეილ ჯანელიძემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და  აბანოთუბანი  დაათვალიერებინა

მიხეილ ჯანელიძემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და აბანოთუბანი დაათვალიერებინა

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by