• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღვინის საერთაშორისო კონკურსში ,,ვინექსპო ბორდო 2017“ საქართველო მონაწილეობს

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ღვინის საერთაშორისო კონკურსის ,,ვინექსპო ბორდო 2017“-ს (Vinexpo Bordeaux 2017) გახსნას დაესწრო. Vinexpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და  მონაწილე ქვეყნების,  წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ბორდოს გამოფენაზე თავს იყრიან  ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკვე მეორედ იღებს მონაწილებას  გამოფენაში ,,ვინექსპო ბორდო“ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.

,,ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, სპეციალისტები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ როგორც იმპორტიორებთან, ასევე დისტრიბუტორებთან. წელს, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველო, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მასშტაბურ ექსპოზიციას წარმოადგენს. ეს  არის შანსი ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოედგენილი აქვს ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას –   „თბილღვინო“,  „შატო მუხრანი“, „GWS“, „ასკანელი ძმები“, „ბადაგონი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“,  „მეღვინეობა დანიელი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“,  „მეგობრების მარანი“,  „გიუაანი“,  „გრუზვინპრომი“, „KTW“,  „მეღვინეობა ხარება“,  „ქინძმარაულის  მარანი“,  „კახური ღვინის მარანი“,  „მარანული“,  „ქიმერიონი“, „შილდა“, „შუმი“,  „თელავის ღვინის მარანი“,  „ვაზიანი კომპანი“, „ვაინმენი“,  „კორპორაცია ქინძმარაული“ და „ბრუალე“.

როგორც საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ აღნიშნა,  საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ,,ვინექსპო ბორდო“. წელს საფრანგეთში, განსაკუთრებით კი ბორდოში განხორციელებულ ყველა აქტივობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან   საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრშია მიწვეული.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოფენის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციას „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დაესწრო, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სადეგუსატაციო კომისიის თავმჯდომარე, OIV-ს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ანა გოდაბრელიძე უძღვებოდნენ.

დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო  შემდეგი ღვინოები: “მწვანე” (თელავის ღვინის მარანი), “Grand Reserve”  (GWS), “მანავი” (კახური ღვინის მარანი), “ხვანჭკარა” (მეღვინეობა ხარება), “ქისი” (თბილღვინო), “რქაწითელი” (დურუჯის ველი), “საფერავი” (შატო მუხრანი) და “შავკაპიტო” (შატო მუხრანი).

ბორდოს გამოფენის ფარგლებში გამართულ  კონკურსზე  Citadelles Du Vin  4-მა ქართულმა ღვინომ მიიღო სხვადასხვა დასახელების ჯილდო – უმაღლესი ჯილდო  ტროფი ღვინო „ხარება 2012“ (კომპანია  „მეღვინეობა ხარებას“), ოქროს მედალი –  მაყაშვილის ღვინის მარანის „კაბერნე 2015“ (კომპანია “ვაზიანი კომპანი”) , ვერცხლის მედალი –   „ქინძმარაული 2013“ (კომპანია „კახური ღვინის მარანი”) და  „ჭაჭა“ (კომპანია „შუმი”).

გამოფენის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს  საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2017 საფრანგეთის ქალაქ ბორდოში  18-21 ივნისს იმართება.   გამოფენა Vinexpo Bordeaux 1981 წელს ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსდა და   ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

“უახლოეს მომავალში აღარ უნდა ვიყოთ ენერგეტიკულად დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე”

11 years ago
“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ

“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ

1 year ago

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდა

10 years ago
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

7 years ago

ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია
ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ბე­ბი­ამ მე­დი­ას­თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. ბე­ბი­ის მტკი­ცე­ბით, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხი, მა­მის...

მეტის ნახვაDetails
“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

10/26/2026
“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

10/26/2026
“ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

“ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

10/26/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია 10/27/2026
  • “ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა 10/26/2026
  • “9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა 10/26/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by