• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდა

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
ეროვნული ბანკისაქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება, ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერთიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.

ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს სს გალთ & თაგართი. აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

2014 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების პირველი, კერძო, საინაუგურაციო განთავსების შემდეგ, ევრობანკი მარეგულირებლებთან – და განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან – მუშაობდა მარეგულირებელ სისტემაში ისეთი ცვლილებების შემოღებაზე, რაც მნიშვნელობით სცილდება ეროვნული სტრუქტურის მოთხოვნებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მახასიათებლებს აღიარებს. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო შეთავაზების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსებისთვის.

“ჩვენ მივესალმებით საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ამ ახალ საეტაპო მოვლენას, როდესაც ევრობანკი წარმატებით განათავსებს ლარში ნომინირებულ, პირველ, საჯარო გამოშვებას. ეს მოვლენა ცხადყოფს რამდენად დიდია ნდობა ქართული ლარისა და ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკისადმი. ლარით ობლიგაციების ემისია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალი ნდობის დასტურია ლარისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ის ფაქტი რომ ქვეყანში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსი, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ და შესაბამისად ინტერესს ინვესტორების, მათ შორის არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, ლარით დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე გაზრდილ მოთხოვნას, რაც საპროცენტო განაკვეთებზეც ახდენს გავლენას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, როგორც EBRD-ის, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

“მადლობას მოვახსენებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარმატებული თანამშრომლობისათვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალისხმევას არ იშურებს იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ეროვნული ფულადი ერთეულის განვითარებისთვის და პროგრესისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამჯერად ჩვენი ღონისძიება ეძღვნება ფასიანი ქაღალდების ახალ გამოშვებას. ეს არის ორი ნიშნით განსაკუთრებული გამოშვება წინა გამოშვებებთან შედარებით. პირველი, ის რომ ხუთწლიანი ვადა აქვს, წინა გამოშვებები იყო ორწლიანი და მეორე, განსაკუთრებული თვისება არის, ის რომ საჯაროდ მოხდება ამ ობლიგაციებით ვაჭრობა.  მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს ბონდები საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ინვესტიციები მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ეს არის ინოვაციური მიდგომა და განსაკუთრებული შემთხვევა. განთავსებას როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც გალთ & თაგართსი მოახდენს. მადლობას ვუხდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობას იღებდა ამ გამოშვებაში”, – განაცხადა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

მრავალი წლის განმავლობაში ევრობანკი ცდილობს უცხოურ კაპიტალსა და უცხოური ვალუტით საკრედიტო რესურსზე ჭარბი დამოკიდებულების პრობლემის გადაწყვეტას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ამას ახორციელებს ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების წახალისებით და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებით ან გაძლიერებით. ახალი ობლიგაციების გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევრობანკს 2009 წლის დეკემბრიდან ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამაც გააჩნია საქართველოში, რომლის დაწინაურებაც მოხდება ამ ინიციატივით.

ევრობანკის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების სამივე გამოშვებიდან მიღებული შემოსავალი მიემართება მისი ძირითადი პროექტების დასაფინანსებლად. ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი აქვს გაცემული ჯამში დაახლოებით 380 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.
ევრობანკი საქართველოში მოწინავე ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან, ბანკს ჯამში ინვესტირებული აქვს 2.7 მილიარდი ევრო 195 პროექტის ფარგლებში, რაც შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ევრობანკის კაპიტალდაბანდების 90 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.
ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა 

4 years ago

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნება

10 years ago
პირველი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანი

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, გარდაიცვალა

3 years ago
რა უნდა გააკეთოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ევროკომისიის 12 მოთხოვნა

რა უნდა გააკეთოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ევროკომისიის 12 მოთხოვნა

4 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by