• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გარდატეხის ასაკის სირთულეები – ფსიქოლოგის რჩევები

9 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
გარდატეხის ასაკის სირთულეები – ფსიქოლოგის რჩევები
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გარდატეხის ასაკი 13-19 წლის პერიოდს მოიცავს და ერთგვარი სიახლეა ამ ასაკში მყოფი ადამინებისთვის, ფაქტობრივად, ადამიანი უკან იტოვებს ,,ტკბილ ბავშვობას“ და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება, ამ დროს ხდება უამრავი ცვლილება, რის შესწავლასაც გარკვეული დრო სჭირდება, ხშირად მოზარდებს ეუფლებათ ორმხრივი ემოციები: დადებითი და უარყოფითი.  ეს ბუნებრივიცაა, ამ თემასთან დაკავშირებით ,,თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი, ლელა ტყეშელაშვილი, ესაუბრა.

რას ნიშნავს გარდატეხის ასაკი და რა პერიოდს მოიცავს, თქვენ როგორც ფსიქოლოგი როგორ ახსნით ცხოვრების ამ გარდამავალ ეტაპს?

– ამ პერიოდს ბევრი სახელი აქვს – მოზარდობის, გარდატეხის, კრიზისული, პუბერტატული, გარდამავალი ასაკის მოზარდებს თინეიჯერებსაც უწოდებენ და 13-19 წლით შემოსაზღვრავენ, თუმცა ეს არ არის სამეცნიერო ტერმინი.

გარდამავალ ასაკს ხშირად მოზარდობასაც უწოდებენ, ეს არის ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი, როცა ადამიანი ნაწილობრივ ბავშვია და ნაწილობრივ – მოზრდილი.

ბავშვობა უკვე გასულია, ხოლო მოწიფულობა ჯერ არ დამდგარა.

გარდამავალი ასაკის კრიზისის პრობლემა მკვლევართა ინტენსიური შესწავლის საგანია, მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე არსებობდა აზრი, რომ მოზარდობის ასაკის პრობლემები ბიოლოგიურად იყო განპირობებული, შესაბამისად ამ პროცესში ჩარევას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის სწორი პოზიცია. მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა პრიმიტიული ცივილიზაციები კუნძულ სამოაზე. აღმოჩნდა, რომ მოზარდთა ცხოვრებაში არავითარი „კრიზისი“ არ ფიგურირებდა.

მაშასადამე,  გარდამავალი ასაკის პრობლემებში გადამწყვეტი ყოფილა სოციალური გარემო და არა ბიოლოგია.

ისეთ საზოგადოებაში, სადაც მოზარდი და ზრდასრული ადამიანების ქცევა, მათი მოვალეობები და თავისუფლებები  არ არის ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნული და დაპირისპირებული, სადაც არ მიიჩნევენ, რომ მოზრდილისათვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო ბავშვისათვის-არაფერი, ბავშვობიდან მოწიფულობაში გადასვლა ყოველგვარი კონფლიქტებისა და კრიზისების გარეშე შეიძლება წარიმართოს.

თანამედროვე საზოგადოებაში კი არსებობს ორი ჯგუფი – უფროსები და ბავშვები. ის პრივილეგიები და სპეციფიკა, რაც აქვს ერთს, არა აქვს მეორეს. მოზარდის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ის იმყოფება ამ ორ ჯგუფს შორის და, რაც უფრო მკვეთრია განსხვავება ჯგუფებს შორის, მით მეტი სიძნელეებითაა აღსავსე მოზარდობის ასაკი.

რომელ სქესში (გოგონებში თუ ბიჭებში) უფრო რთულადაა გამოხატული გარდატეხის ასაკის დროს გაჩენილი პრობლემები და რა ძირითად სირთულეებს დაასახელებდით?

– მოზარდობის ასაკის განხილვა არ იქნება სრულყოფილი, თუ ენდოკრინულ ცვლილებებს არ გავითვალისწინებთ. ეს ცვლილებები ზეგავლენას ახდენს როგორც ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევაზე, ასევე გამრავლების ფუნქციასა და სქესისთვის დამახასიათებელ ქცევაზე.

გოგონების პუბერტატი 2-3 წლით უსწრებს ბიჭებისას, თუმცა აქაც არსებობს    ინდივიდუალური განსხვავებები. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბიჭებთან და გოგონებთან განსხვავებულად აღიქმება. ბიჭებთან ეს როგორც წესი, სიამაყის საფუძველია, გოგონები კი, უფრო ხშირად, განიცდიან თანატოლებისაგან განსხვავებულობას. ზოგადად, სქესობრივი განვითარება ამ ასაკის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური სპეციფიკაა და გარდამავალი ასაკის თავისებურებებს, უბრალოდ, ვერ გავიგებთ, თუ ეს ფაქტორი არ მივიღეთ მხედველობაში.

მოზარდობის პერიოდში ირღვევა დადებითი და უარყოფითი თვითშეფასების ბალანსიც.

ბიჭებთან თვითშეფასების კრიზისი  – დაბალი თვითშეფასება და დაურწმუნებლობა უფრო მჭიდროდ უკავშირდება თვითდამკვიდრების პრობლემებს, რაც თავის მხრივ ბულინგის, აკადემიური ჩამორჩენის, ჯგუფში არასასურველი პოზიციის საფუძველია.

იზრდება კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რისკი. აღმოჩნდა, რომ სამართალდამრღვევ მოზარდებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ, კანონდარღვევები სწორედ ამის საკომპენსაციოდ ხორციელდება.

გოგონები უფრო მწვავედ განიცდიან გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აკნეს, წონის მატებას, არსებობს ნერვული ბულიმიისა და ანორექსიის პროვოცირების საშიშროება.

საზოგადოების, სკოლის და, რაც მთავარია, ოჯახის როლი მოზარდის ცხოვრებაში,      რომელიც გარდატების ასაკშია და ყველაფერს მძაფრად აღიქვამს…

– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გარდამავალი ასაკი არის ადამიანის პიროვნების, მისი „მე“-ს მეორედ დაბადება. მოზარდი იწყებს დაპირისპირებას სამყაროსთან, რაც ეხმარება მას თავისი თავის გაცნობიერებასა და თვითიდენტურობის მიღწევაში. ყალიბდება საკუთარი განსაკუთრებულობის განცდა, თავს იჩენს, ე.წ. „წარმოსახული აუდიტორიის“ სინდრომი. მოზარდი ფიქრობს, რომ გარშემომყოფები ძალიან არიან დაინტერესებული მისი ქცევითა და შეფასებით, თავს მოვლენების ცენტრში აღიქვამენ, დარწმუნებულები არიან, რომ „წარმოსახული აუდიტორია“ აუცილებლად კრიტიკულად აფასებს მას, ამით არის გამოწვეული მათი სიმორცხვე და ჩაკეტილობა, რის დასაფარადაც მოზარდები მიმართავენ ზედმეტად გამომწვევ ზოგჯერ აგრესიულ ქცევებს.

მოზარდებში შეინიშნება სწავლისადმი არასტაბილური დამოკიდებულება, ეს შეიძლება მშობლისა და მასწავლებლის გავლენისაგან განთავისუფლების სურვილითაც იყოს გამოწვეული. ეს იწვევს პრობლემებს გართულებული სასწავლო მასალის დამოუკიდებლად ათვისების პროცესში, მოსწავლე „იძულებულია“ ყოველივე ამის გადასაფარად იცრუოს, მოამზადოს „შპარგალკები“, გადაიწეროს. ხშირად ამასთან დაკავშირებით აღმოცენდება მწვავე, დრამატული სიტუაცია ოჯახსა და სკოლაში. არ არის მარტივი გააცნობიერებინო მოზარდს ცოდნის დანიშნულება და ღირებულება, მისი ცხოვრებისეული მნიშვნელობა. მეორე მხრივ, თუ ამას ვერ მოვახერხებთ, გაგვიჭირდება დავეხმაროთ მას სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ზოგჯერ მოზარდის სწავლისადმი განურჩეველი ან უარყოფითი დამოკიდებულება არის რეაქცია მარცხზე, ის ცდილობს საკუთარი წარუმატებლობა ასე შენიღბოს და ზოგჯერ თავიც მოიწონოს ამით.

მოზარდის მშობლებს რა რეკომენდაციას მისცემდით? მათი დამოკიდებულება როგორი  უნდა იყოს გარდატეხის ასაკში მყოფი შვილის მიმართ, რაიმე საჭირო მიდგომები ხომ არ არსებობს…

– გარდამავალ ასაკში მშობლები ჩივიან, რომ მათ შვილებს მაგნიტივით იზიდავს ქუჩა და თანატოლები, სუსტდება მშობლებთან მიჯაჭვულობა და ძლიერდება თანატოლებთან – აქ ისინი უფრო პოულობენ ემოციურ მხარდაჭერას. ეს იმის გამო ხდება, რომ მშობლები არ ცვლიან მოზარდებთან დამოკიდებულების სტილს, მათთან ურთიერთობას აგებენ მორჩილების პოზიციიდან, მოზარდები კი მოითხოვენ, რომ ეს ურთიერთობები აიგოს თანასწორობაზე. ამგვარად, თუ მოზარდი მიმართავს პროტესტის სხვადასხვა ფორმას, სავარაუდოდ, მიზანი ძველი დამოკიდებულების შეცვლა და ურთიერთობის თანასწორ პოზიციებზე გადასვლაა. უფროსებიც ხვდებიან, რომ ცვლილებებია საჭირო, მაგრამ უჭირთ და ეშინიათ ამის გაკეთება, ზოგიერთი მკვლევარი ამას იმით ხსნის, რომ თინეიჯერის მშობელს ხშირად თვითონაც კრიზისული პერიოდი აქვს, შვილების ზრდასრულობა მის ხანდაზმულობაზე მიანიშნებს, მით უმეტეს, რომ ამის ფიზიკური ნიშნები უკვე სახეზეა. ამრიგად, ხშირად მოზარდი მზად არის აითვისოს ზრდასრულის ქცევის მოდელები, მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსები მათთან დამოკიდებულების ძველ ფორმებს არ ცვლიან.

ზოგადად, მოზარდის დამოუკიდებელ პიროვნებად აღზრდა ამ პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. სრული დამოუკიდებლობა,  რასაც მოზარდი ამ პერიოდში პირდაპირ თუ ქცევაში გამოვლენით ითხოვს, შესაძლებელია მისთვისვე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, თუმცა წვრილმანი, მოსაბეზრებელი ზედამხედველობისაგან მისი განთავისუფლება პიროვნების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური რესურსია.

გარდამავალი ასაკი უნდა დასრულდეს იდენტურობის ფორმირებით – ეს არის საკუთარი სრულფასოვნების განცდა, თუ რას წარმოადგენს ადამიანი რეალურად და რამდენად სწორად აღიქვამენ მას სხვები, რა ადგილი უჭირავს მას საზოგადოებაში და რისკენ მიისწრაფის.

მოზარდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მოწონება და აღიარებაა, მათ სურთ, მშობლებმა მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.

ზოგიერთი მშობელი კი მაქსიმალისტია, უნდა, რომ მისი შვილი იყოს სრულყოფილი, ამიტომ მუდმივად უკმაყოფილოები არიან და აკრიტიკებენ მათ.

ამ პროცესში ბევრი მოზარდი იბნევა, შეიძლება აღმოცენდეს „იდენტურობის კრიზისი“. ამის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება დემოკრატიული აღზრდაა, როდესაც მოზარდსა და ზრდასრულს აქვთ საშუალება და სურვილი თანამშრომლობისა და მოსმენის საფუძველზე არგუმენტებით დაასაბუთონ თავიანთი პოზიციების მართებულობა, აკრძალვები უნდა იყოს ცოტა, აუცილებელი და გასაგებად ახსნილი, ამასთან არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოზარდს, არასასურველ ქცევებს მით უფრო არ უნდა სჩადიოდეს ზრდასრული ადამიანი, მოზარდს, რაც ესმის თქვენგან, მასვე უნდა ხედავდეს თქვენი ქცევის მაგალითზე. ასევე,

როდესაც მოზარდისადმი შეფასებითი დამოკიდებულება, მისი კრიტიკა ქრონიკულ ხასიათს იძენს, დადებითის ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო შედეგს, მას უყალიბდება ხასიათის მყარი ნეგატიური ნიშნები, ხდება ნევროტული და შესაძლებელია მოხდეს ანტისოციალური ქცევების პროვოცირება.

ავტონომიის მიღწევის მცდელობა არ ნიშნავს კავშირის გაწყვეტას ოჯახთან, ეს ორმხრივი პროცესია და შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. უფროსსა და მოზარდს შორის ახალ ურთიერთობაზე გადასვლის ინიციატივა უფროსისგან უნდა მომდინარეობდეს, ასეთ შემთხვევაში ყველა სირთულე დადის მინიმუმამდე. როცა ცვლილების ინიციატორი მოზარდია, გართულებების ალბათობა იზრდება და იმაზე მიანიშნებს, რომ უფროსი ძველ ურთიერთობებს არ ცვლის.

ეკა წიკლაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

საინტერესო

სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ უკვე საქართველოშია

“თავისუფლება მიშას!” – 4 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან აქცია დაიგეგმა

5 years ago
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის 98%-იანი ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის 98%-იანი ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

12 years ago
კომიტეტმა 500 ლარამდე ამანათების განბაჟების გარეშე შემოტანას მხარი დაუჭირა

კომიტეტმა 500 ლარამდე ამანათების განბაჟების გარეშე შემოტანას მხარი დაუჭირა

7 years ago
7 ნივთი, რომელიც ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ სახლიდან

5 ყველაზე უცნაური საშობაო ტრადიცია

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by