• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„შს სამინისტრომ უნდა შექმნას ავტოსკოლების რეიტინგი და უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი“ – დავით მესხიშვილი

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„შს სამინისტრომ უნდა შექმნას ავტოსკოლების რეიტინგი და უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი“ – დავით მესხიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ავტოსკოლებს შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ. მართვის მოწმობის ასაღებად კი გამოცდაზე იმ პირებს დაუშვებენ, ვისაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი. აღნიშნულის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურში ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავს.

რა სახის დარღვევები არსებობს ავტოსკოლებში და რას შეცვლის ავტოსკოლების ლიცენზირება? ამ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე, დავით მესხიშვილი ესაუბრა

როგორ ფიქრობთ, უნდა გახდეს თუ არა ავტოსკოლებისთვის ავტორიზაცია სავალდებულო? რა სახის დარღვევები არსებობს ავტოსკოლებში? რას შეცვლის ავტოსკოლების ლიცენზირება?

– ავტოსკოლების ავტორიზაცია სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან,  ავტოსკოლები დღეს კანონგარეშედ არიან გამოცხადებულები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია  შპს დაარეგისტრიროს,  კვალიფიკაციის არანაირი მოთხოვნები არ არსებობს. დღეს მომრავლდა ისეთი ავტოსკოლები, რომლებსაც არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ, არავინ არ იცის ინსტრუქტორები ვინ არიან… ეს მთელს მსოფლიოში არის ლიენზირებული საქმიანობა. შეიძლება აკრედიტაცია არ იყოს, ჯერ არ ვიცით ეს რა ფორმით იქნება, მაგრამ, ფაქტია, რომ ავტოსკოლების  ნაწილში მომრავლდა თაღლითური სწავლება. ისინი მართვის მოწმობის ასაღებად პირდაპირ ამზადებენ, ანუ კოდირების გზით, თუ დავუშვათ ავტომობილი არის ტესტში წითელი ფერის, პასუხი არის „ბ“, თუ იქ დგას ხე, პასუხი არის „ა“ და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში ვიღებთ სისტემას, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა. როდესაც ვსასუბრობთ იმაზე, თუ რატომ არის ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა, პირველ რიგში ეს პრობლემა  განათლების სისტემაშია და სწორედ ამ მიმართულებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს საქმიანობა არაა ლიცენზირებული.

ლიცენზირება იქნება გარკვეულწილად პრობლემატური, იმიტომ რომ, ავტოსკოლების უმრვლესობა დანგრეულია, არ აქვთ მატერიალურ- ტექნიკური ბაზა. ვინაიდან მოთხოვნები არ არსებობდა, შესაბამისად, ისინიც ვერ განვითარდნენ. ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ სტანდარტებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად და არა ერთიანად. არ შეიძლება, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვითხოვოთ, თუნდაც გერმანული სტანდარტი (გერმანული სტანდარტი საუკეთესოა..). ანუ,  ამ საკითხში ჩვენი პოზიციაა, რომ მოხდეს ეტაპობრივი გადასვლა და არ იყოს ეს ყველაფერი უცაბედი, იმიტომ რომ  ავტოსკოლები ყველაფერს ერთად ვერ დაძლევენ, ეს მარტივად გასაგებია. თუმცა, ჩვენ დავაარსეთ ავტოსკოლების ასოციაცია და  ურთიერთობა გვაქვს 300-მდე ავტოსკოლასთან. ისინი მხარს უჭერენ ლიცენზირების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომ მომრავლდა თაღლითური ჯგუფები. მაგალითად, მოგვისმენია განცხადება „ავტოსკოლა სახლში გამოძახებით“…

ეს საქმიანობა უნდა იყოს  ლიცენზირებულები, ინსტრუქტორები კი კვალიფიცირებულები. საბოლოო ჯამში შეიძლება შევძლოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. დღეს ჩვენთან ასეა გავრცელებული, რომ მართვის მოწმობა უნდა აიღოს ყველამ და რა პრობლემაა. ეს ასე არ არის. მართვის მოწმობას ბევრ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ვერ იღებს, იმიტომ, რომ არ აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები. მარტო სწავლა არ არის.  ყველა ვერ ხატავს, ყველა ვერ მღერის.. ასევე არის მართვაც.  როდესაც საჭეს მართავ, ეს, პრაქტიკულად, მეორე პროფესიაა. ასე რომ, ამ მოდელის დახვეწამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ რაც შეიძლება მცოდნე ადამიანებმა აიღონ მართვის მოწმობა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი არ უნდა გაატაროს, არამედ განათლების სამინისტრომ. მონიტორინგი კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუწიოს. მაგალითად, თუ რომელიმე ერთი ავტოსკოლიდან გამოცდაზე გავა 20 ადამიანი და ამ 20-დან 15 ჩაიჭრება, ესე იგი ამ ავტოსკოლაში კვალიფიკაციის პრობლემაა. ამიტომ, შს სამინისტრომ უნდა შექმნას ავტოსკოლების რეიტინგი და უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი.

უნდა გახდეს თუ არა ავტოსკოლებისთვის ავტორიზაციის გავლა სავალდებულო – ამ კითხვით „თბილისი თაიმსმა“ რამდენიმე ავტოსკოლასაც მიმართა:

ავტოსკოლა „Memo“ : „ავტოსკოლა ის სფეროა, სადაც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგები და ინსტრუქტორები, რომ სათანადო ცოდნა გადასცეს მომავალ მძღოლს. დღეს არსებული სიტუაციით, არ მოეთხოვებათ სკოლებს  პედაგოგების სერთიფიცირება და სკოლის რეგისტრაციაც კი შსს-ს მომსახურების სააგენტოში თუ კატეგორიების გაცემა არ სურს, ეს ყველაფერი კი სიტუაციას უკონტროლოს ხდის და მხოლოდ სკოლის მფლობელთა კეთილ ნებაზე დამოკიდებული რჩება, რამდენად კარგად მოამზადებს ის მომავალ მძღოლს.“

ავტოსკოლა „ფორსაჟი“ : „ჩვენთვის ეს ინფორმაცია სიახლე არ იყო, ამას უკვე დიდი ხანია ველოდით და უფრო მეტიც, მივესალმებით კიდევაც… მოსწავლე თვითნასწავლი არ უნდა დაიშვებოდეს გამოცდაზე, მას უნდა ჰქონდეს განათლება მიღებული მაღალ დონეზე, უნდა ესმოდეს ის პასუხისმგებლობა რასაც მძღოლობა ქვია. დღეს კი საქართველოში მართვის მოწმობის აღება უმარტივესია, შეუძლია მსურველს 3 დღე დაჯდეს სახლში კომპიუტერთან და დაიზეპიროს ბილეთები…“

ნინი მაზიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“ეს ვიდეო გაკვეთილები სავალდებულო აღარიქნება” – ალექსანდრე ჯეჯელავა

“ეს ვიდეო გაკვეთილები სავალდებულო აღარიქნება” – ალექსანდრე ჯეჯელავა

10 years ago
“საკუთარი თავი არასამთავრობო სექტორში ამოვწურე” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი დღეს პანკისში ჩავა

9 years ago

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ვაშინგტონის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას აზიანებს

13 years ago
1 აგვისტოდან სურსათში ტრანსიზომერების რაოდენობა გაკონტროლდება

1 აგვისტოდან სურსათში ტრანსიზომერების რაოდენობა გაკონტროლდება

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by