ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, დამწვარია 180 კვ/მ ფართობი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. გელაშვილის განცხადებითვე, ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.