დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.
სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ღირებულება 47 000 000 ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ, მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს, ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.