ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების შეშით მომარაგება დაიწყო.
პროექტის წინა პერიოდში ერონული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელები ადგილობრივი რესურს-ცენტრებისა და სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და შეშით მომარაგების საკითხებზე იმსჯელეს.
ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი სკოლა შეშით უკვე მომარაგდა. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 36 000 კუბამეტრი შეშით 1600-მდე სკოლა მომარაგდება.