• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

9 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი პოლიტპატიმრის: გია სალუქვაძის და თეიმურაზ ჟღენტის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ გია სალუქვაძე და თეიმურაზ ჟღენტი გასამართლდნენ და სასჯელს იხდიდნენ წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.

2011 წლის 25 მაისს, გია სალუქვაძე ორგანიზებას უწევდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც დარბეულ იქნა სამართალდამცავების მიერ.

გია სალუქვაძის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის. აქციის დარბევიდან რამდენიმე დღეში, 31 მაისს, როდესაც გია სალუქვაძე ხსენებული აქციის დარბევის დროს გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვიდან სახლში ბრუნდებოდა, ქავთარაძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგი ავტომანქანაში იძულებით ჩასვეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გია სალუქვაძე ქუჩაში ხულიგნურად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურად დაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. ,,მონაწილე“ პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელი ჩვენებები.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე უკანონოდ დაკავებულ გია სალუქვაძეს 2012 წლის 06 თებერვალს სასამართლოს მიერ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მეორე პოლიტპატიმარს, 2011 წლის მაისის თვეში თეიმურაზ ჟღენტი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ გასამართი საპროტესტო აქციის მზადების და ორგანიზების პროცესში, რა მიზნითაც ახდენდა დაგეგმილი აქციების თაობაზე ისანი-სამგორის რაიონის მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირებას და მობილიზებას. სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, აქციის ორგანიზებაში ხელშეშლის მიზნით, 2011 წლის 21 მაისს, თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ უკანონოდ დაკავებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სასურსათო მაღაზიისკენ მიმავალი თეიმურაზ ჟღენტი, რომელსაც ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც თითქოს ეს უკანასკნელი გადაადგილდებოდა.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული თეიმურაზ ჟღენტი გასამართლებულ იქნა 2011 წლის 13 სექტემბერს და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გია სალუქვაძემ და თეიმურაზ ჟღენტმა საპატიმრო დაწესებულება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში დატოვეს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ორივე მათგანის საქმეში, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოცხსენებული ორივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 29 მსჯავრდებულის საქმეზე  მიმართა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

2014  წლიდან ქართულ ჩაის სამხრეთ აფრიკაშიც  დააგემოვნებენ

2014 წლიდან ქართულ ჩაის სამხრეთ აფრიკაშიც დააგემოვნებენ

13 years ago
შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 years ago
კარგი ამბავი ! – ხვალ გიორგი მახარაშვილი დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს

კარგი ამბავი ! – ხვალ გიორგი მახარაშვილი დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს

3 years ago

ბავშვთა დაცვის დღეს პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by