სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახევ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი დაასრულეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი. შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ.
პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ხახაბოს ტყეში ხანძარი 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი, დაახლოებით, 20 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.