თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. ამის შესახებ ნარმანიამ განაცხადა.
“ეს ბიზნესწინადადებაა და ის ჯერ განხილვის სტადიაზეა. ამ ტერიტორიას პარკინგი სჭირდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პეკინის ახლადრეაბიტირებული ქუჩა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ორმხრივი იქნება, სხვა ავტომანქანები კი მოძრაობას ცალმხრივად შეძლებენ.