მთავრობის ინიციატივის თანახმად, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში ნარკოტიკული საშუალებების სიას კიდევ 15 ნივთიერება ემატება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მსგავსად, პროექტით განსაზღვრული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, კანონს უნდა დაემატოს დათქმა, რომ თუ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად მისი ნებისმიერი ოდენობა ჩაითვლება.
ეს ნივთიერებებია:
- AH-7921 (3,4-dichloro-N-[(1-dimethylamino)cyclohexylmethyl]benzamide);
- Acetylfentanil N-[1-(2-phenylethyl)-4-piperidyl]-N-phenylacetamide;
- MT-45 1-cyclohexyl-4-(1,2-diphenylethyl) piperazine;
- 25B-NBOMe (2-(4-bromo-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine);
- 25C-NBOMe (2-(4-chloro-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine );
- 25I-NBOMe (2-(4-iodo-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine);
- 3398-68-3 (PMMA) – para-methoxymethylamphetamine;
- AM-2201 – 1-(5-Fluoropentyl)-1H-indol-3-yl](naphthalen-1-yl)methanone (JWH-2201);
- N-BENZYLPIPERAZINE – (1-benzylpiperazine);
- MDPV – ((R/S)-1-(Benzo[d][1,3]dioxol-5-yl)-2-(pyrrolidin-1-yl)pentan-1- one);
- MEPHEDRONE – ((RS)-2-methylamino-1-(4-methylphenyl)propan-1-one);
- METHYLONE – (RS)- 2-methylamino-1-(3,4-methylenedioxyphenyl)propan-1-one;
- 4,4’-DMAR, 4,4’Dimethylaminorex (para-methyl-4-methylaminorex);
- α-PVP (α-pyrrolidinovalerophenone);
- METHOXETAMINE, MXE (2-(3-methoxyphenyl)-2-(ethylamino)-cyclohexanone-2-one).
ნინო ზარიძე













