• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ერთი განადგურებული ფაროსანა ნიშნავს მომავალი სეზონისათვის რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს“ – ნიკა მესხი

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ქიმიკატები მავნებელს და საჭირო მწერს, ფაროსანას და პეპელას ერთნაირად ანადგურებს
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებით პოპულარული კი ბოლო დღეებში გახდა, რადგან ის უკვე დედაქალაქსაც ესტუმრა. აზიური ფაროსანა სპეციალისტებმა ვაკის პარკში აღმოაჩინეს. მის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად ადრე დაიწყო. მავნებელმა 2016 წელს სეზონზე თხილის მოსავლის უდიდესი ზარალი გამოიწვია დასავლეთ საქართველოში. ფაროსანასთან საბრძოლველად სხვადასხვა უწყება გაერთიანდა. “თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ნიკა მესხს. მან დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით. აზიური ფაროსანა უკვე ვაკის პარკში აღმოაჩინეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ტერიტორიას სპეციალური წამლებით დაამუშავებს. რამდენად მასშტაბური პრობლემის წინაშე ვდგავართ და უნდა ველოდოთ თუ არა აზიური ფაროსანას კიდევ უფრო გავრცელებას?

– რაც შეეხება აღნიშნულ ინფორმაციას, ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ვაკის პარკში აღმოჩენილი მავნებელი და დადსტურდა, რომ ის აზიური ფაროსანაა.  ამის შემდგომ, ჩვენ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახდენთ ბაღებსა და პარკებში სპეციალური მონიტორინგის სისტემის განთავსებას, რითაც დავადგენთ ამ მავნებლის გავრცელების ადგილებს და მასშტაბებს. მონიტორინგის სისტემის განთავსების შემდეგ გატარდება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველჰყოფს ამ მავნებლის რიცხოვნობის მინიმუმამდე დაყვანას. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად ვიმუშავებთ, როგორც მერიასთან, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთნ. ეს ღონისძიებები ჩატარდება იმგვარი მეთოდით, რომელიც უსაფრთხო იქნება ადამიანებისათვის და რაიმე უარყოფით შედეგს არ გამოიღებს. მაგალითისთვის, თუ წამლობა იქნება საჭირო, ეს ღამის საათებში მოხდება და ასევე შეირჩევა შედარებით ნაკლებად ტოქსიკური პესტიციდი, რომელიც იმოქმედებს, რა საკვირველია, ამ მავნებელზე, მაგრამ არ იმოქმედებს გარემოსა და ადამიანებზე.

რაც შეეხება თავად მავნებლის გავრცელებას, ეს მავნებელი საკმაოდ კარგად ფრენს. გადაადგილდება დიდ მანძილზე. ათეულობით კილომეტრი შეუძლია იფრინოს, ამიტომ მისი გავრცელება, ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადია. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია. როდესაც ღონისძიებები დავიწყეთ, ქვეყნის მასშტაბით განვათავსეთ ფერომონიანი დამჭერები, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. აქამდე ფაროსანა არ ფიქსირდებოდა თბილისის ტერიტორიაზე.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ზოგადად რომ გვითხრათ, რა არის აზიური ფაროსანა და სად არის ის გავრცელებული?

– მავნებელი პირველად 2015 წელს გამოჩნდა საქართველოში. მავნებლის სამშობლო არის აზიის აღმოსავლეთ ქვეყნები. ესენია: ჩინეთი, კორეა, იაპონია. აქ ეს მავნებელი ოდითგანვე გვხვდებოდა, თუმცა იქ ის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან  მას ჰყავს ბუნებრივი მარეგულირებელი ამ ტერიტორიბზე. როდესაც ახალ ადგილზე გადადის, სწორედ იქ ქმნის პრობლემას. მრავლდება სწრაფად და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი არის მცენარის მავნებელი. 300-მდე მეტი სახეობის მცენარით იკვებება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ასვე არასასოფლოსამეურნეო მცენარეებით, როგორიც არის, მაგალითად, დეკორატიული ტყის მცენარეები. მოკლედ  ძალიან ფართოა მისი კვების სპექტრი. თუ მის წინააღმდეგ არ იქნება ღონისძიება გატარებული, იმ შემთხვევაში შეიძლება მისგან გამოწვეულმა ზარალმა მიაღწიოს 80%-საც კი. საკმაოდ დიდია ეს ციფრი, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მავნებლის წინააღმდეგ გატარდეს შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებები.

რაც შეეხება გავრცელების ადგილებს, 2000 წლიდან მავნებელი გვხვდება აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე და  საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის იქ. ასევე გავრცელებულია ევროპის კონტინენტზე: იტალიაში, ესპანეთში. გვხვდება რუსეთსშიც.

როგორც ვიცით, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს. როგორ ხდება  მცენარეულის დაზიანება და რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძია მას?

– რაც შეეხება მცენარის დაზიანებას, აზიური ფაროსანა ითვლება ნაყოფის მავნებლად და მის მიერ მიყენებული ზიანი უშუალოდ ადგება ნაყოფს. მას აქვს მჩხვლეტ-მწუწნი  პირის აპარატი და  თითოეული ჩხვლეტა მცენარის ნაყოფზე წარმოქმნის დაზიანებას. მაგალითისთვის, როდესაც ვაშლს აზიანებს, ვაშლის თეთრ რბილობზე დავინახავთ გაყავისფერებულ  წერტილებს. მას შეუძლია თხილის დაზიანებაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაჭუჭი შედარებით მყარია.

რა პერიოდში დებს ფაროსანა კვერცხს? როდის აქვს აქტიური ფაზა?

– მავნებლის ბიოლოგიას რაც შეეხება, მავნებელი ახლა, ამ წუთისათვის, როდესაც ტემპერატურა დაბლა იწევს, გადაადგილდება სხვადასხვა თავშესაფარისკენ გამოსაზამთრებლად. ის მიიწევს ადამიანის საცხოვრებელი სახლებისაკენ,  ცხოველთა სადგომლებისკენ, ტყისკენ, სკვერებისკენ. მოკლედ სხვადასხვა ისეთ ადგილზე, სადაც ის  თავს დააღწევს ზამთრის პერიოდს და მინუს ტემპერატურებს. ამის შემდგომ უკვე, მთელი ზამთრის პერიოდში იმყოფება გარინდებულ მდგომარეობაში. როდესაც გაზაფხულის ტემპერატურა გადააჭარბებს 17 °C-ს, ის გააქტიურდება და მოზამთრე ადგილებიდან გამოვა. მავნებელი იწყებს  კვებას და კვერცხის დებას. მათი გამოსვლა მოზამთრეობის ადგილებიდან ხდება მაისის მეორე ნახევარში. ის ერთბაშად არ გამოდის. ფაროსანას გამოსვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დროში არის გაწელილი.

როგორც თქვით, ზამთარში ფაროსანა სახლებსა და შენობებს აფარებს თავს. როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში?

– რაც შეეხება სახლის პირობებში ბრძოლას, ეს მავნებელი ითვლება მცენარის მავნებლად და ადამიანისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. მას არ გადააქვს რაიმე ადამიანისთვის საშიში ინფექცია, მაგრამ ნამდვილად დისკომფორტია ის, რომ მას საცხოვრებელ სახლში ხედავს მოსახლეობა. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან მის წინააღმდეგ გატარებული ბრძოლის ღონისძიებები. ვულისხმობ მექანიკურ ღონისძიებას, რომელსაც ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახლის პირობებში მისი შეგროვება ხდება სხვადასხვა გზით, მაგალითად, მტვერსასრუტით. ეს გვაძლევს ძალიან დიდ ეფექტს, რადგან ერთი განადგურებული ფაროსანა ნიშნავს მომავალი სეზონისათვის რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს. აქვე აღვნიშნავ, რომ სახლის პირობებში დაუშვებელია ინსექტიციდების გამოყენება. ის უნდა გამოვიყენოთ  მხოლოდ და მხოლოდ გარეთ: ეზოებში, მცენარეულ ნარგავებზე და არა საცხოვვრებელ სახლებში. ეს დაუშვებელია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება. საცხოვრებელ სახლებში მხოლოდ მექანიკური მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ფაეროსანას. მექანიკური მეთოდი ძალიან ეფექტურია. სხვა ქვეყნების გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ისინი სწორედ მექანიკური მეთოდით ებრძვიან მავნებელს სახლის პირობებში.

არსებობს ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური და ქიმიური მეთოდები. რა სახის პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ და რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა?

– რაც შეეხება წამლობის ჩატარებას, იმ სიტუციიდან გამომდინარე რა სიტუაციაშიც ჩვენ ვართ, ყველაზე ეფექტური მეთოდი არის პესტიციდები. ჩვენ ვიყენებთ სწორედ პესტიციდს, მაგალითად, ბიფეტრინი. ის არის ყველაზე ეფექტიური მავნებლის წინააღმდეგ.  ასევე სანამ  შესხურებას დავიწყებდით, განვათავსეთ მონიტორინგის სისტემა. ის ადგენს ამ მავნებლის გავრცელების ადგილს და შედეგებიდან გამომდინარე  განვახორციელეთ შეწამვლითი ღონისძიებები. უშუალოდ შეწამვლა დავიწყეთ ივნისის დასაწყისიდან და ეს ღონისძიებები გძელდება ამ პერიოდამდე დასავლეთ საქართველოში. ამავე დროს მოსახლეობის ჩართულობის მიზნით თითოეულ მოსახლეს დასავლეთ საქართველოში, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებში გადაეცათ თითო ლიტრი პესტიციდი და ფერომონიანი დამჭერი. ასე, რომ მოსახლეობაც აქტიურადაა  ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში.  ეს მისასალმებელია.  ასევე ვარიგებთ საინფორმაციო ბროშურებს პესტიციდების უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, სადაც მოცემულია ინფორმაცია მათი ხარჯვის ნორმებზე. ერთ-ერთ ბუკლეტზე გვაქვს ასეთი სლოგანი –  ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და, მართლაც, გაერთიანება  საჭიროა. თითოეული ჩვენგანის ჩართვა მნიშვნელოვანია. ეს  მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე. მავნებლის ზიანის მინიმუმამდე დავიყვანთ და მის რიცხოვნობას შევამცირებთ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დახმარებას დაგვპირდა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციაც.  საინტერესოა, არსებობს თუ არა  ფაროსანასთან ბძოლლის მსოფლიო  პრაქტიკა და რამდენად ეფექტურია ის?

– ჩვენ როდესაც ვიწყებდით ღონისძიებების გატარებას აზიური ფაროსანას წინაარმდეგ,  არ გვქონდა ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება,  რადგან ფაროსანა უცხო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე, არ ფიქსირდებოდა.  არ არსებობდა მეცნიერული კვლევები და   გამოცდილება ამ კუთხით.  ჩვენ სრულად ვიყავით დამოკიდებული უცხოელი ექსპერტების გამოცდილებაზე და ჯერ კიდევ გასულ წელს ნოემბრის თვეში USAID -ის  დახმარებით მოვიწვიეთ ექსპერტები  სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ის ქვეყნები იყო, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ფაროსანასთან ბრძოლის და წამყვან ქვეყნებად ითვლებიან ამ კუთხით. მოწვეული ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და მათთან ერთად მოხდა იმ პროგრამის შემუშავება, რასაც ჩვენ ახლა, ამ წუთას, ვახორციელებთ.  სრულად ვიზიარებთ და ვიზიარებდით იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცეს უცხოელმა ექსპერტებმა. რაც შეეხება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის თანადგომას, სექტემბრის თვეში საქართველოში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც იმყოფებოდა მცენარეთა  დაცვის საერთაშორისო კონვენციის ხელმძღვანელი, ასევე ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მათ ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟრერეს, რომ  მზად არიან საქართველოში ხელი შეუწყონ ამ მავნებელთან ბძოლის ეფექტური სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის , შესწავლილ უნდა იქნეს ამ მავნებლის ბუნებრივი მტრები საქართველოს ტერიტორიაზე. შეიძლება ჩვენთანაც არსებობს აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი. ამას სჭირდება შესწავლა და ისინი ყველანაირად დაგვეხმარებიან ამ კუთხით.

როგორც ვიცით, ამოქმედდა ცხელი ხაზი. როგორ უნდა დაუკავშირდეს მოსახლეობა შესაბამის უწყებას და რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სპეციალისტებს?

– დიახ, ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი,  სადაც მოსახლეობა აფიქსირებს შეტყობინებას, ინფორმაციას ამ მავნებლის გავრცელების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ მთელი მოსახლეობა აქტიურად იყენებს ამ ცხელ ხაზსს. ათეულობით და ასეულობით ზარი ფიქსირდება.  იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობას რაიმის დაუზუსტება სჭირდება რეკავენ ცხელ ხაზზე. ისინი ინფორმაციას იღებენ  ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ, პრეპარატების დარიგების შესახებ, როგორ უნდა ებრძოლონ სახლის პირობებში მავნებელს და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობის ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი.

მაგდა ბატიაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება – იმნაძე

მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება – იმნაძე

5 years ago

ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა

10 years ago

ლევან დავითაშვილი: “აგროსასურსათო სექტორისთვის ახალი სუნთქვა, დიდი შესაძლებლობა იქნება”

10 years ago
რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას

აქციის დაშლისას დაშავებული 19 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში რჩება, მათ შორის ორი მართვით სუნთქვაზეა

7 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by