• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პოლიტიკა არის სწორი გზა“ – თურქეთის თავდაცვის მინისტრი

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ – ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია. სესიას მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა გაუწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, სწორედ ამას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მაღალი დონის ვიზიტიც.

ვარშავის სამიტის შემდეგ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიკლიმ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიტაუტას უმბრასმა და უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტამას ვარგამ იმსჯელეს.

პანელის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ შეკავების პოლიტიკა და მდგრადობის უზრუნველყოფა ნატოს დღის წესრიგში დგას და რომ, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები უკვე სახეზეა. პანელის უცხოელმა გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და სოლიდარობა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და ნატოს ახლებურ სტრატეგიებსა და მიდგომებთან მის შესაბამისობაზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების წრე, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ უნდა გაფრთოვდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

შეკავების პოლიტიკის კუთხით მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ჯეიმს აპატურაიმ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე სახეზეა პოლონეთსა და ბალტიის ზღვის ქვეყნებში, აქტიურადაა ჩართული რუმინეთიც. „ვფიქრობ, რომ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნიშნავს სტაბილურობას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

პანელზე მოხსენებისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის საფრთხის წინაშე იმყოფება და ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მან საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პოლიტიკა არის სწორი გზა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ნურეთინ ჯანიკლიმ ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს, ასევე ყველა წევრ და პარნტიორ ქვეყანას ავღანეთში მისიაში მონაწილეობისთვის.

„ავღანეთში ჩვენს პარნტიორებთან ერთად ვქმნით სტაბილურობის პირობას. ნატოს სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტი პარტნიორ ქვეყნებთან მისი ურთიერთობაა, რადგან თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კიბერუსაფრთხეობასა და დეზინფორმაციის შესახებ გადადგმულ აქტიურ კამპანიებზე გაამახვილა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„არ ვიცი რა ვთქვა, დამამუნჯეთ, ძალიან მენანებით“ – გარდაცვლილ პედაგოგს გლოვობენ

„არ ვიცი რა ვთქვა, დამამუნჯეთ, ძალიან მენანებით“ – გარდაცვლილ პედაგოგს გლოვობენ

2 years ago
შსს-მ საგარეჯოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ საგარეჯოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12 years ago
“მელომე” – ხისგან დამზადებული პერსონაჟები და ზღაპრები ორ ენაზე

“მელომე” – ხისგან დამზადებული პერსონაჟები და ზღაპრები ორ ენაზე

5 years ago
“აი ასე მდიდრდება სახელმწიფო აპარატი და მონოპოლიური სტრუქტურები”

„ბანკებმა პრაქტიკულად ზომბირება გაუკეთეს საფონდო ბირჟას“ – ვახტანგ ხომიზურაშვილი

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by