გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.
სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +16, +21, ხოლო 19 ოქტომბრიდან +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 21-23 გრადუსს მიაღწევს. თბილი ამინდები საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.