• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჰოსტელი „გარემო“ – აღმოაჩინე რაჭა, რაჭველ დებთან ერთად

9 years ago
in ეკონომიკა
A A
ჰოსტელი „გარემო“ – აღმოაჩინე რაჭა, რაჭველ დებთან ერთად
21
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სიტყვა რაჭის ხსენებისას  ყველას ან  ანეგდოტები ახსენდება რაჭველებზე ან ფილმი  „რაჭა ჩემი სიყვარული“. ცოტას თუ მოუვლია რაჭა, სოფელ-სოფელ უბოდიალია, ძველი ხის სახლები მოუძებნია,  დანისლული შაორი უნახავს ან მჟავე წყლები დაუგემოვნებია. ცოტამ თუ იცის, რომ რაჭა არაჩვეულებრივი ტურისტული  ადგილია მთელი თავისი  ბუნებითა და გამორჩეული რაჭველი ხალხით.  ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ 24 წლის რაჭველმა დებმა – მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა. მათ  ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ჰოსტელი „გარემო” გახსნეს. ადგილი, სადაც შეგიძლია დაისვენო საყვარელ ადამიანებთან ერთად, მოიარო რაჭა რაჭველ გიდებთან ერთად და შეიგრძნო მთელი მისი მომხიბლელობა და სილამაზე.

პროექტისთვის დებმა აწარმოე საქართველოს ფარგლებში 12 500 ლარის დაფინანსება მოიპოვეს და შეძლეს, რომ  რაჭა ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ექციათ. დღეს მათ ჰოსტელს  ბევრი უცხოეული თუ ქართველი სტუმრობს. ჰოსტელის დაარსებისა და მისი განვითარების  სამომავლო გეგმების შესახებ „თბილისი თაიმსი“ „გარემოს” ერთ-ერთ დამფუძნებელს მირანდუხტ დავითულიანს ესაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა  გაგეხსნათ ჰოსტელი?

– ჩვენ რაჭველები ვართ, თავადაც ბევრს მოგზაურობთ და ჩვენს მეგობარ უცხოელებსაც ხშირად ვურჩევდით მოენახულებინათ რაჭა. უნივერსიტეტში სწავლის გამო ცოტა ხნით მოვწყდით ჩვენს კუთხეს. თუმცა, ამ დროის განმავლობაში ყოველთვის გვინდოდა დაბრუნება რაჭაში და ისეთი რაღაცის გაკეთება რაც საშუალებას მოგვცემდა გვქონოდა ჩვენი პატარა საქმე. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც ჩვენი მეგობარი უცხოელი ტურისტები მოვიდოდნენ, დაისვენებდნენ და ამ ულამაზეს კუთხეს ბოლომდე გაიცნობდნენ. გვინდოდა, რაჭა ბევრად უფრო ტურისტულ კუთხედ გვექცია. სწორედ ეს იყო, ის დიდი მოტივაცია, რამაც გვიბიძგა  შეგვექმნა ჰოსტელი „გარემო“.

როგორ შეძელით ჰოსტელის განვითარება და რითი ხართ გამორჩეულები?

– ბიზნესი ჩემს დასთან და სიძესთან ერთად წამოვიწყეთ, ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ფერადად მოვხატეთ კოტეჯები და თითოეული დეტალი საკუთარი ხელით მოვაწყვეთ. 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ მოწყობა და მაისის თვეში უკვე მზად ვიყავით მიგვეღო ტურისტები. პირველად ქართველი მომხმარებლები მივიღეთ და დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ მათგან. ვფიქრობთ, გამოვირჩევით მხიარული და ფერადი გარემოთი, რასაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ. სულ ოთხი ნომერი გვაქვს. აქედან ორი ხუთადგილიანია (თითო ადგილი 20 ლარი), ხოლო ორი ორადგილიანი (თითო ადგილი 25 ლარი).

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რის გამოც რაჭას ნაკლები ტურისტი სტუმრობს?

– მთავარი  გზის პრობლემაა, არ არის ტურისტული ბილიკები, რაც ტურისტებს  დანიშნულების ადგილამდე მისვლას გაუმარტივებდა. სხვა კუთხეებთან შედარებით, რაჭა ტურისტულად ნაკლებად განვითარებულია.  არ არის გასართობი ადგილები. არ ხდება რაჭის, როგორც მთის კურორტის პოპულარიზაცია. ტურისტებმა არ იციან რეალურად აქ რა უნდა ნახონ. ასევე რაჭველ ხალხს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, არც პოტენციალი და  რწმენა რომ შეუძლიათ წამოიწყონ მცირე ბიზნესი. რაც საშუალებას მისცემთ თავად განვითარდნენ ეკონომიკურად და განავითარონ საკუთარი კუთხე. ეს არის კიდევ ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რის გამოც ხალხი ბიზნესის წამოწყებას ერიდება.

როგორია „გარემოს“ სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ, მოთხოვნიდან გამომდინარე ვაპირებთ დავამატოთ ახალი კოტეჯი და სწორედ ამ სიახლით შევხვდებით მომავალ სეზონს. გარდა ამისა გვაქვს ტურები, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენი დევიზია „აღმოაჩინე რაჭა ჩვენთან ერთად“. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და აღფრთოვანებულები რჩებიან იმ გარემოთი და მომსახურებით, რასაც მათ ვთავაზობთ.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა

თამარ ქალდანმა საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა

10 years ago
ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი

ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი

3 years ago
„ვაპირებთ გავხსნათ დებატი და მოვისმინოთ კრიტიკა“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო ლექციას გამართავს

10 years ago
ინფლაცია მართალია მაღალია, მაგრამ რაც მთავარია, ლარი სტაბილურია – თურნავა

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება

4 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by