• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვაზიანში, დღეს ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც “თბილისი თაიმსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცერემონიალი ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები უკვე მზად არიან ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად.

ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. მან ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. ქართველი სამშვიდობოები მამა გაბრიელმა დალოცა და ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით განხორციელება უსურვა. კაპელანი ქართველ სამშვიდობოებს ავღანეთშიც მიყვება.

დღესვე, 31-ე და ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონების რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე და ქართველი ინსტრუქტორები, რომლებმაც ჯარისკაცები ISAF-ის მისიისთვის მოამზადეს, ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ “გენერალ მაზნიაშვილისა” და “გენერალ კვინიტაძის” მედლებით დააჯილდოვა. პოლკოვნიკმა ძნელაძემ, ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის, ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ რიჩარდ კრავიერს მედალი “გენერალი მაზნიაშვილი” გადასცა. ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ ტრაიონმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებს, ვიცე-პოლკოვნიკებს რობერტ არღვლიანსა და ფრიდონ ტერელაძეს ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისათვის ამერიკული უწყებრივი მედლები “ბრინჯაოს ვარსკვლავი” გადასცა.

უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამშვიდობოების გაცილების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, გენერალი ჯეიმს ბათერვორთი.
31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ერთი თვის განმავლობაში, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 33-ე და IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონებს ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ბაზა “ლეზერნიკზე” უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის მისიის შესრულება პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგეტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში განახორციელებს.
ორივე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” გაიარეს. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში გადიოდნენ. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, კონვოის ოპერაციები და დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები შეისწავლეს.

19.09.13

Tags: ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საინტერესო

თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 years ago

მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის საქართველოს რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშავებენ

12 years ago
„ფაიზერის“ ვაქცინა 9 000-მა ადამიანმა დაჯავშნა – ამირან გამყრელიძე

ივლისიდან სრულად აცრილები შეღავათებით ისარგებლებენ – ამირან გამყრელიძე

5 years ago
სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“

სპეციალური ანგარიში – „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by