დედაქალაქის მერობის არჩეული კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები დაეფუძნება პროფესიონალიზმს, კომპეტენციას და პატიოსნებას.
“აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები. ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. ამ რეფორმებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მოგვენიჭება”,- განაცხადა კალაძემ.