• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კალაძე: “ჩვენ ვართ ორიენტირი ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე“

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია სახელწოდებით – „დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის ხედვა“ ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პოლონეთის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებთან ერთად გამართა.

ორგანიზატორებმა კახი კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მისი სახით ქალაქს საგზაო უსაფრთხოების საკითხების აქტიური მხარდამჭერი ეყოლება.

საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კომენტარი მედიასთან გააკეთა. კალაძის თქმით, ამ სფეროში, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგება, მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელება, რისთვისაც კონსტრუქციული მიდგომები და მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო.

მისივე განცხადებით, ცვლილებების ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მოძრაობის ახალი წესების შემოღება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაშიც ჩართული იქნებიან სამთავრობო უწყებები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მსგავი კომპლექსური მიდგომა ქალაქში დღეს არსებულ მდგომარეობას რეალურად შეცვლის. მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ასევე მიესალმება ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

„როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და ხელშეწყობისთვის ჩვენი მხრიდან, რათა ამ მიმართულებით გავაძლიეროთ მუშაობა; ჩვენ ვართ ორიენტირი ადამიანზე და ადამიანის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ თემას ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პროგრამულ ხედვებსა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია მოიცავს.

მისი განცხადებით, ქალაქის ეკოლოგიური და ურბანული პოლიტიკა და ის რეფორმები, რომელიც ამ სფეროში უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვან კავშირშია საგზაო უსაფრთხოებასთან.

„ახალი მერი საუბრობს ე.წ. შავ წერტილებზეც, სადაც საგზაო მოძრაობის რისკებია თავმოყრილი; უსაფრთხო ქალაქის კონფენციის ფარგლებში, მომავალი წლების განმავლობაში, დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას გულისხმობს“, – აღნიშნა შტაბის ხელმძღვანელმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა, რომელიც იზიარებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, ქალაქში დღეს არსებულ გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს.

კონფერენციას ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე წამყვანი სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით და თემატური სემინარი სამუშაო ჯგუფებში.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი მღებრიშვილი ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა

12 years ago

ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის საფლავზე კათოლიკური ტაძარი დგას

10 years ago
“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

ლალი მოროშკინა: “მიკვირს, სანდრა რულოვსს არჩევნებიდან რატომ არ ხსნიან”

10 years ago
ბათუმის ტრაგედიისას, ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმის ტრაგედიისას, ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი კლინიკიდან გაწერეს

5 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by