• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნება. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში დღეიდან დაიწყო და 4 ნოემბერს, ყვარელში დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი  სპეციალური აქტივობით დასრულდება.
 
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და შვიდი ქართული კომერციული ბანკი: ფინკა ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, ბაზის ბანკი და კრედო ბანკი.

მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში მონაწილე კომერციული ბანკები განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს: ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება ვიდეო მსოფლიო დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოს – “გროვიას” მონაწილეობით. რამდენიმე ბანკი გეგმავს სხვადასხვა პროდუქტზე აქციის გამოცხადებას დაზოგვის წახალისების მიზნით, ასევე, მოხდება ახალი პროდუქტის პრეზენტაციაც. ბანკები უზრუნველყოფენ მედია მხარდაჭერას, სკოლის ასაკის ბავშვებში გაავრცელებენ ფინანსური განათლების თემებზე შექმნილ სხვადასხვა ბეჭდურ მასალასა და ვიდეო რგოლებს. იგეგმება სხვადასხვა კონკურსის ჩატარება და ა. შ.

დაზოგვის თემაზე სოციალურ მედიაში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 9-დან 13 წლამდე ასაკის 24 გამარჯვებული ბავშვი, რომლებსაც 4 ნოემბერს, ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი და კომერციული ბანკები ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე უმასპინძლებენ. მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში ყვარელში მათთვის გაიმართება  თამაში დაზოგვის თემატიკაზე, რომელშიც გამარჯვებულ ექვს ბავშვს კომერციული ბანკები გაუხსნიან დეპოზიტებს, რათა მათ განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები, როგორც ეროვნული ბანკის ასევე, კომერციული ბანკების მხრიდან. 

დამატებით, მოქმედებს დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე, საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

“საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეექვსედ უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა და ფინანსური განათლების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ყველა ჩვენთაგანმა კარგად ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება. აუცილებელია, რომ დაზოგვის კულტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ მომავალ თაობას, რაც თავის მხრივ, მათი ფინანსური კეთილდღეობისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს: ის 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და მოსახლეობაში დაზოგვის წახალისებას ემსახურება. გერმანული შემნახველი ბანკები დაახლოებით 90 წელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით აღნიშნავენ ამ დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ დაარსდა და ის საზოგადოებაში სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეის გავრცელებას ისახავდა მიზნად. 

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს “პასუხისმგებლობიანი დაფინანსება კავკასიაში”. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო. 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

7 years ago
ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება – კალაძე

ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება – კალაძე

3 years ago
ეროვნული მუზეუმი უშგულელი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

ეროვნული მუზეუმი უშგულელი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

7 years ago
ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანს ამშვენებს

ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანს ამშვენებს

8 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by