• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბიზნესი რომელიც ხელოვნების სიყვარულით შეიქმნა

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თუ გინდათ რომ ჩაის ან ყავის დალევის დროს გვერდით გყავდეთ საყვარელი ადამიანი, მაშინ  „ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები“ სწორედ თქვენთვისაა. თქვენ შეგიძლიათ დაამზადებინოთ ჭიქა, თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანის გამოსახულებით, რომელსაც შესაძლოა იუმორისტული ფორმაც ჰქონდეს.

ნიკა გაგლოშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელმაც საკუთარი  შემოქმედება ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული ჭიქების დამზადებას დაუკავშირა.  „ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები“ ქართულ ბაზარზე სულ რაღაც ექვსი თვეა რაც გამოჩნდა, თუმცა, დღეს ბევრისთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდად იქცა.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა  წამოგეწყოთ ეს საქმიანობა?

– პროფესიით არქიტექტორი ვარ. 2016 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის,ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.საკმაოდ წარმატებით. ჩემთვის არქიტექტურა არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ ეტაპზე ჩემი პროფესიით ვერ ვმუშაობ, ამიტომ გადავწყვიტე იმის კეთება დამეწყო,რაც ასევე მიყვარს და გამომდის. ბავშვობიდან სულ რაღაცებს ვაკეთებდი. ვხატავდი, ვძერწავდი, სხვადასხვა საგნებისგან ნივთებს ვამზადებდი. ხელოვნებასთან სულ მქონდა კავშირი, შემდეგ უნივერსიტეტშიც ვისწავლე ხატვა.ეს ყველაფერი კი დამეხმარა დამეწყო ჩემი პატარა საქმე.

რა არის ის, რითიც გამოირჩევით  სხვებისგან?

– მთავარი განმასხვავებელი ნიშა ყველასგან გამორჩეული და ინდივიდუალური ნამუშევრების შექმნაა. არ მიყვარს არავის მიბაძვა,  ჩემი წარმოსახვითა და იდეებით ვქმნი ნამუშევრებს. ვცდილობ, ისეთი რამ გავაკეთო რასაც სხვები არ აკეთებენ. თითოეული ნამუშევრის შექმნას ძალიან დიდ დროს ვუთმობ. თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ და მასში მთელს ენერგიას ვდებ. არ შემიძლია უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გავაკეთო რაიმე და მასში მთელი გრძნობა და ემოცია არ ჩავდო. მთავარი, რაც სხვებისგან გამომარჩევს  პორტრეტის მსგავსი ფიგურებია ჭიქაზე, რომელსაც პოლიმერული თიხით ვძერწავ კარიკატურისა და თოჯინის სტილში, ვფიქრობ,  დიდია მსგავსება.

როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია  ხელნაკეთი ნივთები ქართულ ბაზარზე?

– ბოლო დროს საკმაოდ ბევრმა დაიწყო  ხელნაკეთი ნივთების დამზადება. შესაბამისად კონკურენციაც დიდია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოთხოვნა მაინც არის.  დღეს მომხმარებლები მეტად აფასებენ ხელნაკეთ ნივთებს და ხშირად ყიდულობენ საჩუქრად საყვარელი ადამიანებისთვის.

რა მასალას იყენებთ ჭიქების დასამზადებლად?

– ამჟამად პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ. ჭიქებს ვყიდულობ და შემდგომ მათზე ვაწებებ ჩემ  მიერ გამოძერწილ და დამზადებულ ფიგურებს. უახლოეს მომავალში, ვაპირებ გავაკეთო მაცივარის სამაგრები და სამკაულები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველაფერი ხელით მზადდება, არ მაქვს სპეციალური ხელსაწყოები, რითიც შედარებით მარტივი და ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა მუშაობის პროცესი. თითოეული დეტალი ხელით იქნება, რაც ვფიქრობ, ნამუშევრებს განსაკუთრებულობას მატებს.

როგორია თავად  შექმნის პროცესი?

– შექმნის პროცესი სახალისო და საინტერესოა. პირველ რიგში, ვრთავ კლასიკურ მუსიკას და შემდეგ ვიწყებ მუშაობას.მუსიკა მაძლევს მეტ სტიმულსა, ენერგიასა და ფანტაზიას, რათა შევქმნა რაღაც ახალი და განსხვავებული ყველასაგან. როდესაც, რაღაც ძალიან კარგი გამოდის, ეს ჩემი მოტივაციის წყაროა, რადგან ვცდილობ, მომავალში კიდევ უფრო განვვითარდე და მეტად დავხვეწო ნამუშევრები.

როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

– ფასები განსხვავებულია, დამოკიდებულია იმაზე თუ რისი დამზადება ან ყიდვა სურს მომხმარებელს. გააჩნია ნივთს. თუმცა, ვცდილობ ფასები ყველასთვის ხელსაყრელი და მაქსიმალურად მისაღები იყოს, რათა  სურვილის შემთხვევაში ყველამ შეძლოს მათი  შეძენა. რაც შეეხება გაყიდვებს, ნივთების შეძენა ჯერჯერობით ფეისბუკის გვერდიდანაა შესაძლებელი.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობ, მომავალში ყველაფერი უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ახლაა. ბევრად მრავალფეროვან, ორიგინალურ და განსხვავებულ  ნივთებს შევთავაზებ მომხმარებლებს. სამომავლოდ ნივთების დამზადებას სხვადასხვა მასალის გამოყენებით ვგეგმავ. როგორებიც იქნება, მაგალითად, მეტალები, ხე, შუშა, პოლიეთილენი თუ ა.შ.  ვეცდები მუდმივად სიახლეები შევთავაზო მომხარებლებს.

მარიამ ლეკიაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In