• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი: “რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია”

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილი: “რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობს და ფიქრობს ააშენოს უფრო დაცული და უსაფრთხო ევროპა.

საქართველოს შეაქვს პოზიტიური წვლილი ევროპის და მსოფლიოს სტაბილურობის გაძლიერებაში და ევროკავშირსაც და ნატო-საც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც იცავენ მსოფლიო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 90 -იან წლებში, როდესაც რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა საქარველოს ერთ- ერთ რეგიონზე, მაშინ არ იყო შესაბამისად შეფასებული მისი ქმედებები. უდიდესი ბირთვული სახელმწიფო ასევე შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს. 2014 წელს კი, მოხდა უკრაინის მოვლენები. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის პრეცედენტები რომ რაციონალურად შეფასებულიყო, შესაძლოა, უკრაინის შედეგი აღარ დამდგარიყო. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა და მას მკაფიო, ნათელი და რაციონალური შეფასება უნდა მიეცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო, ნათელი და რაციონალური პოზიციის და პასუხების დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია, თუმცა საქართველომ 2008 წლის შემდეგ უფრო გაააქტიურა ეს პროცესი და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს ეხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ნატო-სთან ინტეგრაციის ფორმატში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თუ რამდენად დიდი როლი აქვს პოლონეთს, როგორც ერთერთ ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებად ქვეყანას საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ნატო-ს სამიტებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონული პროექტების, რეგიონული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს გაუსვა ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დაცულობის, საქართველოს სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე ვერ შედგება ვერც რეგიონალური უსაფრთხოება და ვერც ის ტრანსკონტინენტური პროექტები, რომლებზეც ასე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპული ეკონომიკა და აზიური ქვეყნების ბაზრები. ის, რაც ხდება საქართველოში განაპირობებს და განსაზღვრავს რეგიონალურ უსაფრთხოებას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი სანქციებით დასაჯეს – შაქარიშვილი

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი სანქციებით დასაჯეს – შაქარიშვილი

2 years ago
თამარ ხულორდავამ რუმინეთის სენატში კოსაკის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თამარ ხულორდავამ რუმინეთის სენატში კოსაკის თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

8 years ago
“ის, რაც მეგობარმა მომწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, წმინდა ნიკოლოზს რომ შევთხოვე…” – სასწაული, რომელზედაც ნატო დუმბაძე ჰყვება

“ის, რაც მეგობარმა მომწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, წმინდა ნიკოლოზს რომ შევთხოვე…” – სასწაული, რომელზედაც ნატო დუმბაძე ჰყვება

2 years ago
“ბავშვების გასეირნება რეკომენდებულია დილას და საღამოს” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

“ბავშვების გასეირნება რეკომენდებულია დილას და საღამოს” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by