ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სატელევიზიო არხების ყურებადობა შემცირდა. 2017 წლის ოქტომბერში ქართული არხების ყურებადობა 21.23 %-ით არის შემცირებული, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა 26.67 %-ითაა გაზრდილი.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, თითქმის 10 %-ით შემცირდა ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე, ხოლო უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი 34,5 %-მდე გაიზარდა.
ნინო ზარიძე















