ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის, განცხადებით, დაახლოებით ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო მექანიზმები შეიქმნას და გადარწმუნების კომისიები ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, კანონპროექტის მთავარი არსი ნარკომომხმარებლების მიმართ არასაპატიმრო სასჯელების დაწესებაა.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა ოდენობის ნარკოტიკის ქონა შეიძლება ჩაითვალოს პირად მოხმარებად, თუმცა შეხვედრის მონაწილეები ჯერჯერობით კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ. საკომიტეტო განხილვაში ქვეყნის სერტიფიცირებული ნარკოლოგებიც მონაწილეობდნენ და დოზების დადგენისას კანონმდებლები მათ მოსაზრებებსაც გაიზიარებენ.
ნინო ზარიძე