• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„კოდალა“ – სოციალური მეწარმეობა, ხის სათამაშოები და სუვენირები

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„კოდალა“ – სოციალური მეწარმეობა, ხის სათამაშოები და სუვენირები
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოციალურმა საწარმო “კოდალამ“ ფუნქციონირება 2013 წლის მაისში დაიწყო. მისი ძირითადი პროდუქცია ხის ასაწყობი სათამაშოებია, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, ეხმარება თვალის გავარჯიშებაში, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც არის სრულიად უსაფრთხო ბავშვისთვის. ქართულ ბაზარზე „კოდალა“ იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც შექმნა  ეკოლოგიურად სუფთა ხის ანბანი ბავშვებისთვის. 2016 წლიდან საწარმო საკუთარი ხარჯებით ფუნქციონირებს და მოახერხა ბაზარზე ფეხის მოკიდება. დღეისათვის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია გუდვილის, სუპერისა და სმარტის სუპერმარკეტის ქსელებში. თუ გსურთ გაიგოთ რატომ არის უნიკალური სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დამზადებული ნივთები იხილეთ „თბილისი თაიმსის“ ინტერვიუ, საწარმოს დამფუძნებელ კოტე სვანაძესთან.

„კოდალა“ ბაზარზე ცნობილია, როგორც უსაფრთხო პროდუქციის მწარმოებელი. მაინტერესებს, როგორ ხდება ხარისხსა და ფასს შორის რეგულირება და რამდენად ახერხებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისთვის მატერიალური ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას?

– წლების განმავლობაში  „კოდალამ“ ბაზარზე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარი არ იძლევა საშუალებას, რომ  ფასი იყოს ადეკვატური პროოდუქციის ხარისხთან მიმართებაში. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში მსგავსი სახის პროდუქციის ღირებულება 4–ჯერ ან 5–ჯერ აღემატება იმ ფასს, რა ფასშიც ჩვენ პროდუქტს ვყიდით საქართველოს ბაზარზე.  თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ ფონს და ვცდილობთ, მინიმალური მოგების ხარჯზე ჩვენი პროდუქცია გავხადოთ ხელმისაწვდომი მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის ღირებულება მერყეობს 5–35 ლარამდე.

რამდენად კონკურენტულია ბიზნესგარემო, რომლის ფარგლებშიც თქვენ აწარმოებთ პროდუქციას და ვინ არის „კოდალას“ მთავარი კონკურენტები ბაზარზე?

– უსაფრთხო სათამაშოების წარმოების თვალსაზრისით ვერ ვიტყვით, რომ ბაზარი მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.სულ რამდენიმე კომპანია შემიძლია დავასახელო, რომელიც საქართველოში ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს.  „კოდალას“ მთავარი კონკურენტი,სამწუხაროდ, იმპორტირებული პროდუქციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაეკოლოგიურია და ტოქსინებითაა გაჯერებული.

თუ შეგიძლიათ, მესაუბროთ  „კოდალას“, როგორც სოციალურ საწარმოს, რა ვალდებულება აქვს აღებული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით?   

– ჩვენი საწარმო დაფუძნების დღიდან იზიარებს და ატარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. გამოვირჩევით იმით, რომ დღესდღეობით საწარმოში 15–ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული და მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მათგანის ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს საწარმოში მუშაობა, პროდუქციის შექმნის პროცესი და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან თანამშრომლობა.  რაც თავისთავად, დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ საწარმოს მუშაობა უფრო ინტენსიური და გაფართოებული გახდეს.  „კოდალაში“ მუშაობის მთავარი პრინციპია ის, რომ სამუშაოს სპეციფიკა მოვარგოთ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავასაქმოთ უფრო და უფრო მეტი ბენეფიციარი მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და ხელი შევუწყოთ მათს ინტერგრაციას საზოგადოებაში.

რა როლი აქვს სოციალური მეწარმეობის განვითარებაში სახელმწიფოს და რამდენად ასრულებს სახელმწიფო საკუთარ დანიშნულებას სოციალური წარმოების პროცესში?

– ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ევროპული რეგულაციები ითხოვს, რომ 2018 წლიდან სახელმწიფომ შემოიღოს საკანონმდებლო ფორმები და  დაარეგულიროს უსაფრთხო სათამაშოების ბაზარი. თუმცა ამას თან ახლავს არაერთი პრობლემა,მაგალითად, არ არსებობს კვლევითი ლაბორატორია, რომელიც შეძლებს შესაბამისი დასკვნის დადებას.  შემიძლია აღვნიშნო, რომ სოციალური მეწარმეობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა და სახელმწიფოში არ არსებობს სოციალური მეწარმეობისთვის შექმნილი საკანონმდებლო ფორმა, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვასხვაოთ ის სხვა ტიპის მეწარმეობისგან. თუმცა სახელმწიფოს ინსტიტუტების მხრიდან საკმაოდ სწორი ნაბიჯები იდგმევა აღნიშნული მიმართულების გასავითარებლად და იმედი მაქვს, მალე  საკანონმდებლო დონეზე იქნება განსხვავება სოციალური საწარმოს ფორმებსა და ჩვეულებრივ ბიზნეს წარმოებებს შორის.

ბატონი გია „კოდალაში“ დასაქმებულია იმ დღიდან, რაც საწარმო გაიხსნა, ის პერიოდულად მუშაობს და სხვადასხვა საქმიანობას ითავსებს. ჩემთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საწარმოში ხეზე მუშაობასთან ერთად, თანამშრომლებთან ურთიერთობაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მას ვკითხე, თუ რამდენად საინტერესოა სამუშაო პროცესი და როგორ გრძნობს თავს სოციალურ საწარმოში. რას ნიშნავს „კოდალაში“ დასაქმებული ბენეფიციარისთვის საწარმო და რა როლი აქვს მის ცხოვრებაში აქ გატარებულ სამუშაო საათებს…

„შეიძლება ითქვას, რომ  „კოდალაში“ გახსნის დღიდან ვმუშაობ და სხვადასხვა საქმიანობას ვითავსებ. ამ ეტაპზე, მაგალითად, შეფუთვას ვაკეთებ, სათამაშოებს მაგნიტს ვუკეთებ, იქამდე საწარმოში  უშუალოდ ხეზე ვჭრიდი. საწარმოში ყველაზე მეტად მომწონს, რომ რა საჭიროებაც გაჩნდება და მგონია, რომ შემიძლია გავაკეთო, მაქსიმალურად ვიყენებ ჩემს რესურსებს. რამდენიმე დღის წინ სახეხი ქაღალდის აპარატი გაფუჭდა და შევაკეთე. მომწონს სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, ვფიქრობ, რაც მეტი მეცოდინება, ჩემთვის მით უკეთესია. ბავშვობაში ხატვა მიყვარდა და „კოდალაში“ საშუალება მაქვს, რომ ხეზე ვიმუშაო, ყველა ხეს თავისებური მიდგომა სჭირდება, თუ გინდა, რომ ნაწარმი ხარისხიანი გამოვიდეს. ხესთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს, ვსწავლობ როგორ უნდა მივუდგე თითოეულ  მასალას განსხვავებულად.

მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი იქნება, რომ „კოდალას“ მსგავსი საწარმოები ბევრი იყოს მთელ ქვეყანაში, ჩვენთვის საწარმოში მუშაობა  აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმას უდრის, რადგან მუშაობის, საქმის კეთების შესაძლებლობა გვაქვს. მსიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ აქ. აი, მაგალითად, ბატონი შოთა მუდამ მზად არის, რომ ამიხსნას და მასწავლოს, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს მაჩვენებს და თანაც ისე დეტალურად მიხსნის, რომ შემდეგ საქმის შესრულება ჩემთვის რთული აღარ არის.  შემაფერხებელ პრობლემას რაც მიქმნის არის გარემო. საწარმო მეორე სართულზეა განთავსებული და სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების შემდეგ, ანუ დღეში ორჯერ მჭირდება, შევაწუხო სულ  მცირე ორი ადამიანი, რომ ამომიყვანოს და ჩამიყვანოს. ჩემი თხოვნა სახელმწიფოს მიემართება, იქნებ, სოციალურ საწარმოებს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს, თუნდაც, გარემოს ადაპტირების თვალსაზრისით, რადგან სხვა ადამიანებსაც გაუჩნდეს სტიმული, რომ შექმნან ამ ტიპის საწარმოები და დაასაქმონ ბენეფიციარები, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია ჩაკეტილი საკუთარ სახლში და რამდენ ადამიანს აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ესეც ხომ ხელოვნებაა?!..“

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა მოსთხოვა

ეკა ბესელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

7 years ago
გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დოკუმენტაცია გამოითხოვა

პროკურატურა მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

7 years ago
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ გაიმართება

11 years ago

ვიეტნამში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by