თბილისის მერიის განცხადებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში“ 2018 წლიდან ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა, რის შემდეგაც, დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების საშუალება იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დღეისათვის, 700 ბავშვი და მოზარდი იღებს დაფინანსებას. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების დაფინანსება 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო.
ნინო ზარიძე







