• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა უნდა ვიცოდეთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის შესახებ

8 years ago
in რელიგია
A A
რა უნდა ვიცოდეთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის შესახებ
6
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა. მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ.

ადრეული ცხოვრება – ყრმობის სასწაულები

ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ის ქრისტეს შობიდან 257 წელს, ლუკიის ოლქის ქ. პათარში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

წმინდა ნიკოლოზმა ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში გამოავლინა თავისი სასწაულმოქმედი ბუნება. დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს მხოლოდ ერთხელ, საღამოობით ღებულობდა – მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რომელთაც მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. ყოველივე ამას უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად აკეთებდა.

„მოულოდნელი საჩუქარი“

ერთმა თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელმა მთელი თავისი ქონება უბედურ გარემოებათა გამო დაკარგა და სიღატაკეში ჩავარდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სილამაზით გამორჩეულნი. მან გადაწყვიტა ქალიშვილების უბიწოება ლუკმა-პურის საშოვნელად გამოეყენებინა და უკვე მზადაც იყო ამის გასაკეთებლად, რომ შუაღამისას წმინდა ნიკოლოზმა ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა შეუგდო.

დილით კაცმა რომ სასთუმალთან ოქროთი სავსე ქისა იპოვა, ტირილი დაიწყო, ღმერთს მადლობა შესწირა, საქმეები გამოასწორა და უფროსი ქალიშვილიც კარგად გამზითვებული გაათხოვა. ეს რომ წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო, გახარებულმა გადაწყვიტა მეორე ქალიშვილის ბედიც ასე მოეწყო. ისევ უჩუმრად შეუგდო კაცს ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა.

დილით მოხუცმა ქისა რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და ღმერთს შეჰღაღადა:

– ღმერთო, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდე, ახლა ჩემი ქალიშვილებიც შეიწყალე, მაჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელმაც გვიხსნა ცოდვისაგან, ცუდი განზრახვისაგან.

მამამ მეორე ქალიშვილიც კარგად გაათხოვა. მერე კი მღვიძარებაში ატარებდა ღამეებს, რადგან გრძნობდა, არც მესამე ქალიშვილს დააკლებდა უცნობი მფარველი თავის წყალობას. ერთ ღამესაც, როცა ნიკოლოზმა კვლავ გააღო ფანჯარა და ქისა შეაგდო ოთახში, მოხუცი გაეკიდა, იცნო ნიკოლოზი, დაემხო მის ფეხებთან და ცრემლებით მმადლობდა. წმინდა ნიკოლოზმა წამოაყენა და მოხუცი და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.

 „ზღვის დაწყნარება“

ერთხელ  წმინდა ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. გემი ეგვიპტის ნაპირებს რომ მიუახლოვდა, ნიკოლოზმა აუწყა თანამგზავრებს ქარიშხლის მოახლოება. მართლაც მალე დაუბერა ძლიერმა ქარმა, ზღვა აღელდა, ცა ტყვიისფერი ღრუბლებით დაიფარა და ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გემის დაღუპვა. ყველა წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა შველას. მაშინ დაემხო წმინდანი მუხლებზე და იწყო გულმოდგინე ვედრება. ქარი უეცრად ჩადგა, ცა განათდა და ზღვაც დაწყნარდა. ყველა განაცვიფრა ნიკოლოზის საკვირველთმოქმედმა ძალამ. მერე ყველამ ერთად მადლობა შესწირა ღმერთს.

ამ დროს მგზავრი, რომელიც შიშისაგან ანძაზე ასულიყო, ჩამოვარდა და ძირს დაენარცხა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით ისე აღსდგა, არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.

რატომ მოიაზრება წმინდა ნიკოლოზი „სანტა კლაუსად“

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. მე-10 საუკუნეში ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს, ახალი სტილით 19 დეკემბერს- წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის – წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი საქციელის საჭიროების შესახებ, ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ცდილობენ, აღარ იცელქონ. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
მე-16 საუკუნეში რეფორმაციამ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა, თუმცა დამკვიდრებული ტარდიციები ვერ აღმოფხვრა. კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რასაც აღნიშნავენ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სხვა პერსონაჟის სახე მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს.

წმინდა მღვდელმთავრის ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა.

მზადყოფნა ადამიანთა ვედრების  შესასმენად

წმინდა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და IV საუკუნის შუა წლებში მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს უდიდესი სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. დღესდღეობით ქალაქ ბარში რამდენიმე ათასი ქართველი ემიგრანტი  ცხოვრობს.

არსებობს ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც სხვა წმინდანებთან ერთად წმინდა ნიკოლოზიც არის გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.

წმინდა ნიკოლოზის სახელთან უამრავი სასწაულია დაკავშირებული. იგი იყო და არის უსამართლოდ დევნულთა და გაჭირვებულთა განსაკუთრებული მფარველი. არ დაგავიწყდეთ, რომ წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ნიკოლოზი არის საქართველოს ეკლესიის მფარველი და მას განსაკუთრებულად ვევედრებით საქართველოს გადარჩენისათვის.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე
ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026

საინტერესო

„კრისტინა აგილერა 40–კაციანი ჯგუფით მოემგზავრება“ – დიმიტრი ბერიძე

10 years ago
„ყველა ცოცხალია… მეტს ვერ ვიტყვი, არ შემიძლია… დედებო, ეძებეთ შვილები!“ – მამა ნექტარიოს მჭედლიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

„ყველა ცოცხალია… მეტს ვერ ვიტყვი, არ შემიძლია… დედებო, ეძებეთ შვილები!“ – მამა ნექტარიოს მჭედლიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

3 years ago

შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო

9 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს პატრიარქს შეხვდება

9 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by