• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მერაბ დეკანოსიძე: რეალობაა, ის, რომ ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანი ხდება ჩვენი – ყბა-სახის ქირურგიის პაციენტი

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მერაბ დეკანოსიძე: რეალობაა, ის, რომ ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანი ხდება ჩვენი – ყბა-სახის ქირურგიის პაციენტი
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  სამაგალითოა მაღალი პროფესიონალიზმით. ჩვენ ვესაუბრეთ ამავე კლინიკის ერთ-ერთ წარმატებულ და ცნობილ ექიმს, ყბა-სახის ქირურგს, ბატონ მერაბ დეკანოსიძეს.

მერაბ დეკანოსიძე: უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა `განსაკუთრებულ ჟურნალს~, რომ დაინტერესდით ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებით. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ყოველდღე იხილებოდა მედიცინის რაღაც საკითხი. ბებიაჩემი გახლდათ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის კათედრის გამგე. ამიტომ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და გადავწყვიტე ექიმი გავმხდარვიყავი. ხასიათიდან გამომდინარე, თერაპია ჩემთვის განზე გადგა და ქირურგია ავირჩიე, რადგან ქირურგიაში მეტი რისკი და პასუხისმგებლობაა, ადრენალინი და ექსტრემალური სიტუაცია. ასე მოვხვდი სამედიცინო სფეროში.

ბატონო მერაბ, როგორ და რის გამო ვითარდება ყბა-სახის დაავადებები?

– გააჩნია რა გვაინტერესებს. ეს შეიძლება იყოს ოდონტოგენური დაავადება კბილის მიზეზით გამოწვეული, სახის არეში, რონოგენური, დერმატოლოგიური განვითარება დ ა.შ. რის საფუძველზეც შეიძლება იყოს გამოწვეული დარღვევები და შესაბამისად წარმოშობილი დაავადება. ასევე ავარიის ან სხვა ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები.

რამდენად ხშირია ყბა-სახის ქირურგიაში დაავადების გამომწვევი მიზეზი _ ნარკომანია?

– სამწუხარო რეალობაა, ის, რომ ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული  ადამიანი ხდება ჩვენი _ ყბა-სახის ქირურგიის პაციენტი. იღებენ სხვადასხვა საშუალებებს, ძირითადად ხელმისაწვდომ, იაფფასიან სინთეზურ პრეპარატებს, რომლებიც  დამანგრევლად მოქმედებს ორგანიზმზე, მათ შორის ყბა-სახეზეც.  ხშირად იმდენად რთულია ხოლმე  ნარკომანიის შედეგად გამოწვეული დაავადება, რომ ხშირა ადამიანები შშმ-ბი ხდებიან, კარგავენ სახის ძვლების შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიჩნდება ინტერესი და ვსვამ შეკითხვას: რა სიამოვნებას იღებენ ამ ნარკომანიით ისეთს, რომ ასე ისახიჩრებენ და იკლავენ თავს?! შემდეგ თვითონვე წყდებათ გული, მაგრამ უკვე გვიანია…

რამდენად ხშირია პაციენტებში ყბის ძვლის, ცხვირის ძგიდისა და შუბლის ძვლის დეფორმაცია-დაკარგვა?

– არც თუ ისე მცირე პროცენტია! გააჩნია, როგორი დეფორმაციაა, _ ზოგი თანდაყოლილია, ზოგი შეძენილი. თანდაყოლილი საკმაოდ მოკრძალებული პროცენტითაა, მაგრამ არის ისეთი დარღვევები, რაც გამოიხატება სახის შემადგენელ ამა თუ იმ ნაწილის ანომალური ზრდით ან ზრდაში ჩამორჩენილობა, რაც იწვევს სახის დეფორმაციას, მაგრამ ასევე გახლავთ შეძენილი დეფორმაცია, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და ასაკში ტრავმების მიღების შედეგად მკვეთრად გამოიხატება და ჩემ შემთხვევაში საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, რადგან ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია შემდგომ ცხოვრების გაგრძელება.

რა იწვევს ყბის ძვლის დაშლას და თუ შეიძლება მოხდეს მათი იმპლანტაცია?

– ყბის ძვლის დაშლას იწვევს ოდონტოგენური ინფექციები, რაც გამოიხატება ისეთი სახის დაავადების დროს, როგორიცაა ჩვეულებრივი ოსტეომიელიტი, ასევე ძვლის დაშლა შეიძლება განვითარდეს ჰემატოგენური გზით და ბოლო პერიოდში, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ გახშირდა ნარკოტიკების საშუალებით გამოწვეული ე. წ. ძვლის დაშლა, ტოქსიკური ოსტეომილიეტი. ეს განსაკუთრებით რთული შედეგია, როდესაც მიკროცირკულაცია საერთოდ დარღვეულია და საჭიროებენ სხვადასხვა მასშტაბით ქირურგიულ ჩარევას, რაც ზოგჯერ ძვლის მთლიან ამოკვეთას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არსებობს ჩანაცვლების მეთოდი, იმპლანტები და ასევე უახლოესი ტექნოლოგიებით ხელოვნური უჯრედების გამოყენებაცაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირადღირებულია.

რატომ არის, რომ ნარკომანიით დაავადებულ ადამიანს დეგრადირებულად უვითარდება სახის ფორმები, გამოხედვა და მეტყველება, თუ შეიძლება ამის განკურნება?

– ადამიანს სახეზე დაკნინება, მეტყველების გაუარესება და ცუდი გამოხედვა უვითარდება მაშინ, როცა დაავადებულია ალკოჰოლით და ნარკომანიით.

თქვენს კლინიკაში თუ კეთდება ყბა-სახის ძვლის გადანერგვა ქირურგიული ჩარევით?

– ეს პროცესი ქირურგიული ჩარევის მეთოდით კეთდება.

უცხოელ სპეციალისტებთან ერთად თუ აკეთებთ ყბა-სახის ოპერაციებს და რა შედეგებით მთავრდება?

– სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვქონია უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ოპერაციის ჩატარების ფუფუნება.

თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყბა-სახის კიდევ რა ოპერაციები კეთება?

– ყველა სახის ოპერაციული ჩარევა, რაც კეთდება დღესდღეობით მსოფლიში, საქართველოშიც შესაძლებელია ყბა-სახის  სხვადასხვა ქირურგიულ განყოფილებებში.

როცა თქვენთან მოდიან პაციენტები ყბა-სახის პრობლემებით, რას ურჩევთ მათ, რომ განიკურნონ?

– ნებისმიერ პაციენტს, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, მათ უმეტეს ნაწილს აქვს ერთი შეცდომა, რომ პრობლემები, როცა იჩენს თავს საწყის ეტაპზე, დროზე არ მოგვმართავენ და სამწუხაროდ აგვიანდებათ, რაც შედეგის ნაკლებ ეფექტს იძლევა, ზოგჯერ  დახმარება შეუძლებელი ხდება. ამიტომ ყველა ადამიანს ვურჩევთ, პრობლემა რაც უფრო პატარაა, მით უფრო სწრაფად და იოლად გვარდება. ნებისმიერ უჩვეულო მდგომარეობას, რაც მის ცხოვრებაში ადრე არ იყო და ახლა გაცნდა, პაციენტმა დროულად უნდა მიაქციოს ყურადღება პრობლემებს და მიმართოს ექიმს, ეს ყბა-სახის ქირურგი იქნება, ლარინგოლოგი თუ სხვა რომელიმე სპეციალისტი.

ძნელია, თუ არა პაციენტთან და ექიმთან ურთიერძთობა?

– ზოგადად, ურთიერთობა ძნელი არ არის, მაგრამ გააჩნია პიროვნებას. მაგალითად, როდესაც რაღაც პრობლემა გვაქვს მივმართავთ ექიმს. მაშინ უნდა ვიყოთ განწყობილი იმისთვის, რომ ამ ადამიანს კონკრეტულ სპეციალისტს მიღებული აქვს განათლება, რაც დაეხმარება მას ჩვენი პრობლემის გადაწყვეტაში და მითუმეტეს, ჩვენ როცა შეხება არ გავქვს სამედიცინო განათლებასთან, მივმართავთ ექიმს და იქით ვასწავლით, რომ ეს ასე არ არის და არამედ ეს ასე უნდა გააკეთოთ, რა თქმა უნდა ეს ართულებს ადამიანთან ურთიერთობას. ადამიანი უნდა ენდოს ექიმს  და თუ შენ მასზე კარგად იცი ყველაფერი, მაშინ რატომ მიდიხარ ექიმთან და ითხოვ მისგან დახმარებას?!

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, რომ არ განვითარდეს ყბის ძვლის დაშლა და ყბა-სახის დეფორმაცია, სავალალო შედეგები რომ არ მივიღოთ?

– ვისურვებდი ერთ რამეს,  როცა სახელმწიფომ აიღო ც ჰეპატიტის მკურნალობა თავის თავზე, საკმაო თანხებს ხარჯავს ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაფიქრდნენ და თქვან ზოგიერთებმა: მე ჩემს თავს არ ვუფრთხილდებოდი, თავს ვწირავდი და სახელმწიფო არ მწირავს და ზრუნავს ჩემზე, ეს ისაა, რომ ახალგაზრდა თაობას ჭკუა არ ყოფნის და ნარკომანია კარგი რამ ჰგონიათ, მაშინ მეც მოვიხდი მოქალაქეობრივ ვალს და ვაჩვენებ როგორი ვარ, საიდან მაქვს ეს დეფექტი სახეზე რომ მომავალში ასეთი რამ არ გააკეთონ, არ გაიმეორონ.

არის შემთხვევა, როცა ადამიანს გამოუვლინდება ყბა-სახის დეფორმაცია და ექიმის დაუკითხავად თავის ნებაზე იკეთებს თავის კორსეტს, რამდენად არის ეს მიზანშეწონილი?

– თვითნებობა არ სეიძლება ეს სახე იქნება თუ დეფექტის შემნიღბავი თუ სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილი, ეს მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტის მიერ დანიშნული უნდა იყოს, რისი გაკეთებაც სამკურნალო მიზნით შეიძლება საოპერაციოდ მომზადებისათვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი ნებით გავაკეთოთ ყოველივე ეს.

მასალა მოგვაწოდა „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“

ავტორი, მაია ანთიძე

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

1 month ago
25 წლიანი ასაკობრივი სხვაობა – როგორ შეუყვარდა 15 წლის ემანუელ მაკრონს თავისი მასწავლებელი

25 წლიანი ასაკობრივი სხვაობა – როგორ შეუყვარდა 15 წლის ემანუელ მაკრონს თავისი მასწავლებელი

1 year ago
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

კახა კალაძე – სადაზღვევომ მზაობა გამოხატა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეს დანაკარგი – ჩვენც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით

6 years ago
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისს ახალი მოადგილეები ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისს ახალი მოადგილეები ჰყავს

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by