• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანა დღეიდან საპატრულო პოლიციის საკუთრებაა – იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყანაში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრებისა და ავტოპარკის განახლების კუთხით – ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ავტომანქანების შსს-თვის გადაცემა და იაპონიის ელჩ ტადაჰარუ უეჰარას და კომპანია “მიცუბიშის” უფროს აღმასრულებელ დირექტორ ჰირო კუიჰარას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ კვირას იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი –  სუმოისტმა საქართველოდან, ტოჩინოშინმა, ანუ ლევან გორგაძემ მოიპოვა იაპონიის იმპერატორის თასი და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველმა მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა; იაპონია ასევე აქტუალურია ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზით, რომლის გამოც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ – ეს გახლავთ 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ, ამ მიმართულებით, უკვე გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს გახლავთ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. ელექტრო ავტომანქანების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს უკვე ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანები თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, აღნიშნული საჩუქრის საპატრულო პოლიციისთვის გადაცემის გადაწყვეტილებაში მთავრობა ერთსულოვანი იყო.

„როდესაც მე დავსვი საკითხი, მიგვეღო ამ ნაჩუქარი 96 ავტომობილის საპატრულო პოლიციისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, მინისტრთა კაბინეტში იყო სრული მხარდაჭერა და კონსოლიდაცია. ეს იყო ძალიან  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ჩვენს ქვეყანაში ასეთი სიახლეების დანერგვისა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება და ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

„ძალიან საინტერესო გეგმებია. მინდა, მინისტრს ვუსურვო წარმატება და  მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ პოლიციის წარმატებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ყველა ჩვენგანის წარმატებაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას, რომელიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი და კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

შსს-მ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

8 years ago
“კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკს”, ამ ამბავში “მტერი” არ არის მომხმარებელი, მტერი არის – ნარკოტიკი” – მარი ბექაური გარდაცვლილ ელე­ნე ეფ­რე­მი­ძეზე

“კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკს”, ამ ამბავში “მტერი” არ არის მომხმარებელი, მტერი არის – ნარკოტიკი” – მარი ბექაური გარდაცვლილ ელე­ნე ეფ­რე­მი­ძეზე

3 years ago
მოულოდნელი თვისებები, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ

მოულოდნელი თვისებები, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ

11 years ago
იგივე გზა 20 საუკუნის შემდეგ – 17 მაისს აწყურის ღვთისმშობელი სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება

იგივე გზა 20 საუკუნის შემდეგ – 17 მაისს აწყურის ღვთისმშობელი სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by