თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას იწყებს.
ამის შესახებ კალაძემ ნაძალადევში, 25-ე ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში უმძიმესი მდგომარეობაა.
“ძალიან მძიმე სიტუაციაა და თბილისში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში ანალოგიური მდგომარეობაა. ზოგან უფრო მძიმეა, ზოგან უფრო ნაკლები. ცხადია, რომ საჭიროა გარკვეული რეფორმების განხორციელება ამ მიმართულებით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, უკვე დავავალე ჩემს მოადგილეს წარმოადგინოს კონცეფცია რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკა საინტერესო იყოს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულება და თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ არსებული მდგომარეობა რაც დღეს არის, შეიცვალოს რადიკალურად. ამ პირობებში შეუძლებელია მუშაობაც და შეუძლებელია ადამიანი მოვიდეს და დაინტერესდეს რამით”, – განაცხადა კალაძემ.












