• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნა პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნა პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა სრულდება. საწარმოში ტექნიკა-დანადგარების აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს. საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი იქნებიან.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის წარმომადგენლებმა დღეს თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დანადგარებით აღჭურვისა და მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ქარხნის მშენებლობის პროცესი ისრაელის მხრიდან, Elbit Cyclone-ის მთავარი პროგრამების მენეჯერმა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის ATC-ის პროექტის მენეჯერმა შარონ გროუპმახერმა დაათვალიერა. ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქარხანაში ATC-ის დირექტორი რაფი ბიტონი, ATC-ის ფინანსური დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი და ATC-ის ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი იანა ბრიკმანი იმყოფებოდნენ.

„2018 წლის ბოლოს ქვეყენაში ფუნქციონირებას დაიწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იყოს. მნიშვნელოვანია, რომ  სრული დატვირთვის შემდეგ, ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმოში დასაქმებულთა  მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადება ისრაელის წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქარხნის დათვალიერებისას.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანაში (ATC) ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური შეკვეთით დამზადებული, საწარმოსთვის მნიშვნელოვანი მანქანა-დანადგარები მონტაჟდება, რომლებიც Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. მშენებლობის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება: საწარმოს შენობის მშენებლობა, მისი დანადგარებით აღჭურვა და სერტიფიცირება.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 60-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 2018 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 80-ზე მეტს მიაღწევს,  ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანი დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

პარტნიორთა შეთანხმებით, ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული სამშენებლო მასალით შენდება. საწარმოს კედლები და სახურავი „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნებული შვილობილი კომპანია „პანექსის” მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელებით აშენდა. ქართულ სამშენებლო პროდუქციას უმაღლესი სტანდარტის სერტიფიცირება აქვს გავლილი.

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმოს (ATC) განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კომპანია ELBIT Cyclone -ის პრეზიდენტის მიწვევით ისრაელში მიმდინარე თვეში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.

„ELBIT Cyclone“ –ის შესახებ:

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები, უსაფრთხოების სისტემები და სამხედრო/თავდაცვის ნაწილები.

ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში და NASDAQ-ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანიაა.

Share2Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

„ვიმედოვნებ, ვიმღერებ ოპერაში“ – გუგა მარგველაშვილი

„ვიმედოვნებ, ვიმღერებ ოპერაში“ – გუგა მარგველაშვილი

7 years ago
“მისმიე” – პირველი მათრობელა კარტი საქართველოში

“მისმიე” – პირველი მათრობელა კარტი საქართველოში

6 years ago

ნავთობკომპანიების უკონტროლობა – ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე

12 years ago
უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება

ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრაზე – “ეს იყო საერთო სურვილი”

9 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by