საქართველოს ფოსტა წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამას ნერგავს. შედეგად ფოსტის ინფორმაციით, მოხდება მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარება. ამ ეტაპზე კი გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს ფოსტა ამ პროექტის ამოქმედებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა ამ ეტაპზე მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში მოქმედებს.
მსოფლიო საფოსტო კავშირის რეგულაციების შესაბამისად, 2020 წლისთვის სრულად მოხდება მისი იმპლემენტაცია მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრ ქვეყანაში.











