• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღია. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობის ხელყოფა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა.

„ასი წლის წინ, ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, ქართული ეკლესიის გათავისუფლება ჩვენი დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები  ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებში, ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირად კი, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ  ეკლესიისა და ქრისტიანული ღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა  და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც.

1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეში ხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. 106 წლის განმავლობაში, ერმა სულიერი წინამძღოლის –  კათალიკოს-პატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესია,  კანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.

ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი  106 წლის შემდეგ გამოიღო.  ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია და აირჩია კათალიკოს-პატრიარქი,  წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ე, თუმცა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის  ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესია-მონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა და ქართული სამღვდელოების მიმართ  რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი  ეკლესიის საჭეთმპყრობლები – ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II-ე და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე.   ეს ადამიანები არიან ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უფლის ნება იყო, როდესაც ოთხი ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია II ჩაუდგა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ მისი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგი იყო, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა ოფიციალურად აღიარა.

„უფლის ნება იყო, რომ ოთხი ათწლეულის წინ  საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ, გამარჯვებით დაგვირგვინდა.

უწმინდესისა და უნეტარესის  ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ, უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესისა და უნეტარესის    ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზე ძვირფასის – სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა  დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება.  მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დღეს სწორედ ჩვენი წინაპრების -მამებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულის დავიწყებით უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩვენ ვერ შევქმნით.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი  ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენამდე მოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და  სარწმუნოება. და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.

არასოდეს უნდა  დაგვავიწყდეს,  რომ  ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად.

კიდევ ერთხელ, მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული სასულიერო და საერო პირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე  და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში გაიმარჯვეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

10 years ago

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ გაზეთ „ალიას“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

12 years ago
საქართველო ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

საქართველო ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

9 years ago

„ევროკავშირს არ ეცლება საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისთვის“ნინო ბურჯანაძე

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by