ბაზრობა “თერგის“ სახურავზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ტერიტორია ყვითელი ლენტითა და რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული. მოვაჭრეებს ამ ეტაპზე შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გუშინ ღამით, დაახლოებით 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.






