პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.
პროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს საფასური დადგენილი არა აქვს) 10 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას 12-საათზე მეტი დროით დგას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანს, თუ პარკირების ნიშანს ამის თაობაზე მინიშნება ახლავს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები, ჯარიმასთან ერთად, დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება.
ნინო ზარიძე