• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შვედეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრი მორგან იოჰანსონი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან – მორგან იოჰანსონთან, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისართან – ანდერს თორნბერგთან და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან – ბიორნ სოდერთან.

შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის და განსაკუთრებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემდგომი გაძლიერების შესახებ“ ერთობლივ განცხადებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. სტუმრებმა შვედურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპოლთან გაფორმებული მემორანდუმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.

მხარეებმა შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემის შემდეგ, მათ მიერ სასჯელის საქართველოში მოხდის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ, განსაკუთრებით, ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან.

,,ვფიქრობთ, თანამშრომლობის არსებული ფორმა საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, საჭიროა მისი გაძლიერება და ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, ახალი ნაბიჯები გადავდგათ ამ მიმართულებით. უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. აღნიშნულის პრევენციისთვის საქართველოს მთავრობა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე საკითხზე მოხდა შეთანხმება, მათ შორის, იმის შესახებ, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ოპერატიულ დონეზე და ფაქტობრივად, მიღწეული იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში, შვედეთის მთავრობის მხრიდან მსგავსი საკითხი, როგორც პრობლემური, უკვე აღარ დაისმება. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები იქნება გადადგმული და ეს გადაწყვეტილება დაფიქსირებულ იქნა მემორანდუმში, რომელსაც ხელი მოეწერა. ასევე, შვედეთის მხარემ გვთხოვა, განგვეხილა საქართველოს მოქალაქეების საკითხი, რომლებიც იმყოფებიან შვედეთის პენიტენციალურ სისტემაში, შესაძლებელი არის თუ არა მათი საქართველოში გადაყვანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინიტრს, პრესკონფერენციაზე მან ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეფექტიან თანამშრომლობას, არა მხოლოდ მინისტრების, არამედ ოპერატიულ დონეზეც.

შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან აუდიენციამდე, გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის პოლიციის ეროვნულ კომისარს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ანდერს თორნბერგი თანამდებობაზე ახლადდანიშნულია. მან პირველი საერთაშორისო შეხვედრა სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ წარმატებულ ოპერატიულ თანამშრომლობას, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს წვლილი. გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

შვედურმა მხარემ ქართული დელეგაციისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართა და საერთაშორისო ოფიცრების მუშაობის პრინციპები გააცნო.

რაც შეეხება შეხვედრას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბიორნ სოდერთან საუბრისას განსაკუთრებულად აღინიშნა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრის შედეგები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

,,ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს პარლამენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი ეწვია. ჩვენ ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ შვედეთისა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელსაც საკმაოდ მრავალწლიანი ტრადიცია აქვს.

ვფიქრობ, როგორც საპარლამენტო, ასევე, აღმასრულებელ დონეზე არსებობს არაერთი საკითხი, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს და გუშინდელი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სასარგებლო იქნება ამ მიმართულებით”, – განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბიორნ სოდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართულმა მხარემ შვედ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, როგორც ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

დავით ზალკალიანი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დავით ზალკალიანი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

11 years ago
ქ.სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქ.სტრასბურგში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

8 years ago
Greek Point – ბერძნული სამზარეულო ქართულ ბაზარზე

Greek Point – ბერძნული სამზარეულო ქართულ ბაზარზე

9 years ago
„პოპულუსი“- ახალი ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

„პოპულუსი“- ახალი ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

11 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by