• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

განათლების სამინისტრო: მანდატურის კვალიფიკაციასთან და ასაკთან დაკავშირებით შეიცვლება მოთხოვნები

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ თემას მიეძღვნა დღეს გამართული კონფერენცია, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა  ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც აუცილებელია სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს უზრუნველსაყოფად, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სრულად გამოავლინონ პოტენციალი, გახდნენ აქტიური  მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ახალი ინტერაქიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე წარდგენილი იქნა  უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების გეგმა. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა,  რომ   ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე არის და იქნება მორგებული.

რაც შეეხება სიახლეებს  – ამოქმედდა და მიმდინარეობს  მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, სადაც მოზარდები სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მინისტრთან, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან და ფსიქოლოგებთან პირისპირ საუბრობენ. ანალოგიური შეხვედრები იმართება მშობლებთან და პედაგოგებთან. აღსანიშნავია, რომ  მნიშვნელოვანად გაიზარდა საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა – მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მათი  მონაწილეობა სასურველი გარემოს ფორმირებაში. ძალადობისა და ბულინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, დანაშაულის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

განსაკუთრებულ როლი ენიჭება სპეციალისტთა, პირველ რიგში, ფსიქოლოგთა მონაწილეობას როგორც კონფლიქტების პრევენციაში ადრეულ სტადიაზე ჩარევის გზით, ასევე უშუალოდ კონფლიქტების დროს. ამიტომ, გაძლიერდება და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგიური სერვისები. გაძლიერდება ფსიქოლოგთა როლი უშუალოდ კონფლიქტური სიტუაციების დროს.  ფსიქოლოგიური ცენტრი ეცდება მართოს კონფლიქტი და თავიდან აიცილოს მისი გამწვავება.

ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რომლის დახვეწაც ახლა მიმდინარეობს, არის „კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის“ პროექტი. ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვა სპეციალისტთა ამოცანა იქნება სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა, გაერკვეს საჭიროებებში და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოს სკოლას და ყველა მხარეს.

სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

პროექტის მიზანია მანდატურის სამსახურის გაძლიერება და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის დაცვა, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

კანონში ცვლილებათა მიხედვით:

  • შემუშავდება სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური წესი.
  • შეიცვლება მანდატურის დაქვემდებარება. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახური.
  • გაძლიერდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, როგორც სკოლის პერიმეტრის შიგნით, ასევე გარეთ.
  • მანდატურის კვალიფიკაციასთან და ასაკთან დაკავშირებით შეიცვლება მოთხოვნები. სავალდებულო გახდება უმაღლესი განათლება ან ზოგადი და პროფესიული განათლება ერთად.
  • მანდატურების მოსამზადებელი კურსი გახანგრძლივდება და გაძლიერდება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსს დაემატება ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკის კომპონენტები. თეორიული კურსის შინაარსში განვითარდება ბავშვთა ასაკობრივი კანონზომიერებების, კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მოდულები.
  • მკაფიო გახდება თანამშრომლობის სქემები მანდატურებსა და სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურსა და პატრულს შორის.
  • კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი „განცალკევება“. იმ შემთხვევაში თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვი, მანდატურს უფლება ექნება მოახდინოს მოზარდის განცალკევება, მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე. ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი.

და ბოლოს,  სკოლებში ძალადობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია  მოზარდთა ფიზიკური განვითარება და  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ამიტომ, სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაძლიერება, მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულყოფა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ამ მიზნით გაორმაგდა ბიუჯეტი სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა მხარდასაჭერად.

სამინისტრო  ეროვნულ დონეზე ჩაატარებს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას. მის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად, ყველა მსურველს შეუძლია.

ოლიმპიადები მოიცავს მთელ საქართველოს, 1700-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლას,  100 000-ზე მეტი მოსწავლეს,  ხოლო ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში და გიმნაზიადებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“აი, მე პატრიარქი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი და ყოველთვის  ყველა საკითხში შეუმცდარი ვარ“ – ილია მეორე 

“აი, მე პატრიარქი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი და ყოველთვის  ყველა საკითხში შეუმცდარი ვარ“ – ილია მეორე 

4 years ago
ალეკო ელისაშვილი – თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის სერიოზულ ნაბიჯებს მივმართავთ

ალეკო ელისაშვილი – თუ ერთი თვის ვადაში „ყაზტრანსგაზი“ 1-წლიან სამოქმედო გეგმას არ წარმოადგენს, სამოქალაქო ბოიკოტისა და პროტესტის სერიოზულ ნაბიჯებს მივმართავთ

7 years ago
ბელგიური მედია: ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ლიკვიდირებულია

ბელგიური მედია: ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ლიკვიდირებულია

3 years ago
გიორგი მარგველაშვილი: „თვითმმართველობის არჩევნები გაზაფხულის ბოლოს გაიმართება“

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი დაიგეგმა

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by