• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გენდერული თანასწორობის საქმიანობის მიმოხილვით დაიწყო გენდერული საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც საბჭოს ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა. მან შეხვედრის მონაწილეებს, საბჭოს აქტივობებზე, მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემები გააცნო და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

„იანვარში ჩავატარეთ გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელზეც განხილული იყო 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე გავმართეთ საკმაოდ მასშტაბური კვლევის პრეზენტაცია, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს სხვადასხვა სფეროში ქალთა უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა კონცეფციის პროექტი, რომლის განხილვაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასევე გვქონდა კონკრეტული ღონისძიებები ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობების საკრებულოებში გენდერული საბჭოების საქმიანობების კოორდინაციის მიზნით და მუნიციპალიტეტებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაციები იქ არსებული მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ სხვადსხვა აქტივობებზეც ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება 8 მარტს პარლამენტში გამართულ გამოფენაზე, 11-14 მარტს გაეროში ქალთა სტატუსის განსაზღვრის სამიტზე ქართული დელეგაციის მონაწილეობაზე და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე გაამახვილა.

გენდერული თანასწორობის სხდომაზე სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის უფროსს, ლონდა თოლორაიას მოუსმინეს, რომელმაც ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების გამოწვევებზე ისაუბრა. სამინისტროს წარმომადგენელის გამოსვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განცხადება გააკეთა.

„ქვეყანაში ქალთა მკვლელობების მძიმე შემთხვევები გვაქვს. პირველ რიგში, ვიდრე სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე გადავიდოდეთ, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავითვალისწინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსმენა, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მოხდა უმძიმესი ფაქტი, რაც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებას უკავშირდება, შესაბამისად, გადავწყვიტეთ სამინისტროს ახალი სპეციალური დეპარტამენტის წარმომადგენელს მოუსმინოთ თუ რას აკეთებს ძალოვანი სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ თავისი გამოსვლა სტატისტიკური მონაცემების გაცნობით დაიწყო და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, სამინისტროში მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის მომართვიანობის ზრდის ტენდენცია, ერთის მხრივ, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას და მეორეს მხრივ, მომხდარ ფაქტებზე მკაცრმა რეაგირებამ განაპირობა. „მიუხედავად იმისა, რომ მომართვიანობის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი, პრობლემის მოსაგვარებლად მთელი რიგი გამოწვევებია დარჩენილი. ერთ-ერთ პრობლემას დაგვიანებული მომართვა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომართვიანობის შემთხვევაშიც კი, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი შემდეგ ცვლის თავის  პოზიციას და პირველად ჩვენებაზე ამბობს უარს და სურს განცხადების უკან გატანა. იყო შემთხვევებიც, როდესაც საქმე სასამართლომდე მისულა, მაგრამ ბოლო მომენტში დაზარალებულს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე დუმილის უფლებით უსარგებლია და პროკურატურა მტკიცებულებების გარეშე დარჩენილა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. სამინისტროს წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებასთან, სხვადასხვა გამოწვევების შესახებაც ისაუბრა და ამ კუთხით ცალკე გამოყო: კონკრეტულ ვითარებაში რისკების სწორად შეფასება; დამცავი ორდენების მონიტორინგის სისტემა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი სპეციალიზაცია. გამოსვლის შემდეგ სხდომის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, მათთვის საინტერესო კითხვებზე, დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

შსს-ს წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები გენდერული საბჭოს კოორდინატორმა, ანა წურწუმია-ზურაბაშვილმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვისას, სრულად იქნა გაზიარებული საბჭოს წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტის დამტკიცებისას დამატებითი მოსაზრებები არ გამოთქმულა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს გაფართოებული შეხვედრა საქართველოს ბიუჯეტის გენდერული ანალიზის წარდგენით და სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობით გაგრძელდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი შინაარსის და შედეგების უკეთ გაცნობა-ანალიზის მიზნით, შეხვედრები და კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

12 years ago
ავტომობილების სკანდალში კიდევ ერთი უწყება ეხვევა

ავტომობილების სკანდალში კიდევ ერთი უწყება ეხვევა

13 years ago
რაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში ახლად გახსნილი სასტუმრო “ბაგრატი პლაზა” დაათვალიერა

რაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში ახლად გახსნილი სასტუმრო “ბაგრატი პლაზა” დაათვალიერა

12 years ago
შესაძლოა  დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

შესაძლოა დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

7 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by