• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული” – მერაბ ჯანიაშვილი

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, ექსკლუზივი
A A
“ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული” – მერაბ ჯანიაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ცვლილებები შევიდა “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში”. კერძოდ, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს.

„თბილისი თაიმსი“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეკონომიკურ ანალიტიკოსს მერაბ ჯანიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ილაპარაკა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებასა და მის ეფექტურობაზე. მისი აზრით, აღნიშნული რეგულაცია შედეგს არ მოგვცემს, რადგან არცერთ ბანკს არ მოუწევს საკუთარი საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა.

როგორც ცნობილია, სესხების გაცემა  მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე იზღუდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის რეალურად აღნიშნული გადაწყვეტილება? დადებითზე და უარყოფითზე რომ გვესაუბროთ…

– ქვეყანაში ჭარბვალიანობაა და მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი აქვს ასაღები. ამ მიმართულებით რაღაც შესაცვლელია. ის ცვლილებები, რაც ხორციელდება, რამდენად გამოასწორებს მდგომარეობას კიდევ ცალკე საკითხია. იმიტომ, რომ, დეტალებს რომ ჩავხედოთ, ეს შეზღუდვა არ ეხება იპოთეკურ სესხებსა და უძრავი-მოძრავი ქონების გირავნობის პირობით გაცემულ სესხებს. ამასთან ერთად, ბანკებს უფლება ექნებათ საზედამხედველო კაპიტალის 25% კვლავ გასცენ გადახდის უუნარო კლიენტებზე. ანუ, მათზე, ვისაც დადასტურებული შემოსავალი არ ექნებათ. დღეისთვის საბანკო სფეროს  საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 5.2-5.3 მილიარდი ლარია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები არის 3.5 მილიარდი, ეს 25%-იანი „ხვრელი“ მათ საშუალებას მისცემთ, რომ სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე მისცენ კლიენტებს, მათ შორის გადახდის უუნაროებსაც. დღეის მონაცემებით, არცერთ ბანკს არ აქვს ამ ნორმის დარღვევა. ანუ, ისინი ნორმას აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ეს რეგულაცია არსებულ მდგომარეობას არ გამოასწორებს. მომავალში კი გაუარესებას შეუწყობს ხელს. მაგრამ, თუ ვსაუბრობთ, რომ დღეს უკვე ცუდი მდგომარეობაა და არსებული სიტუაცია არის გამოსასწორებელი, მაშინ ეს რეგულაცია შედეგს არ მოგვცემს, რადგან არცერთ ბანკს არ მოუწევს საკუთარი საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა – რაც აქვთ, იმას გააგრძელებენ. იმიტომ, რომ ამ ნორმებში ყველა ჯდება. შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნული რეგულაცია იმ შედეგს არ მოიტანს, რაც გვსურს.

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ჭარბვალიანობის შემცირების მხრივ მდგომარეობა არ შეიცვლება, რადგან სესხის აღება არასაბანკო სექტორიდანაც შეიძლება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება შეზღუდვის დაწესება მხოლოდ საბანკო სექტორზე?

– რა თქმა უნდა, რეგულაციები უნდა შეეხოს არასაბანკო სექტორსაც, მაგრამ სხვა მიმართულებით. მაგალითად, კერძო მევახშეების შემთხვევაში. ეს ნახევრად კრიმინალური სფეროა და ძალიან არასამართლიანი პირობებით ხდება კრედიტის გაცემა. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ საბანკო და არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებზე, საბანკო სფეროს საკრედიტო პორტფელი 22 მილიარდი ლარია, არასაბანკო ორგანიზაციების-დაახლოებით ნახევარი მილიარდი. ანუ, ბანკების წილი ამ ბაზარზე ძალიან დიდია. რაც არ უნდა თქვან ბანკებმა, რომ ჩვენი დანაშაული ჭარბვალიანობაში ძალიან მცირეაო, ფაქტია, რომ მათი საკრედიტო პორტფელი არასაბანკო ორგანიზაციებისაზე 10-ჯერ და 15-ჯერ მეტია  (მიუხედავად იმისა, რომ არასაბანკო სექტორში უფრო ბევრი პრობლემაა). ჩემი აზრით, რეგულაციები მათაც უნდა შეეხოთ, თუმცა არა იგივენაირად, არამედ სხვა მიმართულებით.

რამდენად შესაძლებელია მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის დადგენა?

– მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის დადგენა შესაძლებელია. დღეს ეს ხდება „კრედიტინფოს” საშუალებით. „კრედიტინფო“ კერძო ორგანიზაციაა და ხშირ შემთხვევაში, ის  ჩვენს საკრედიტო რეიტინგს არასწორად აფასებს ან არ აქვს სრული ინფორმაცია. ზოგიერთ ქვეყანაში ინფორმაციას შემოსავლების სამსახურიდან იღებენ და ა.შ… ანალიზის პრობლემა არ იქნება თუ ამას ბანკები მოისურვებენ, მარტივად შეიძლება ამის განხორციელება.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ ტაქსის მძღოლებს ან რეპეტიტორებს არ აქვთ ოფიციალურად დადასტურებული შემოსავალი და გაუჭირდებათ ამის დადასტურება, რეალურად ამის პრობლემა არ იქნება. მათ შეუძლიათ საკუთარი შემოსავალი ოფიციალურად დაადასტურონ და ამის პარალელურად, გადასახადების გადახდაც არ მოუწიოთ. მათ შეუძლიათ მიკრო ბიზნესის სტატუსი აიღონ, რომლის შემთხვევაშიც არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. თანაც, სტატუსის აღება ძვირი არაა და მათი საქმიანობაც ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკიდან გამოვა, შემოსავალიც დაუდასტურდებათ და ნორმალური ურთიერთობის აწყობასაც შეძლებენ როგორც საკრედიტო ინსტიტუტებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან.

მსოფლიო პრაქტიკაზეც რომ გვესაუბროთ… ევროპულ ქვეყნებში როგორ რეგულირდება სესხის გაცემა?

– ევროპულ ქვეყნებში ბევრად მკაცრი რეგულაციებია, თვითონ საკრედიტო სფეროსა და კლიენტის ურთიერთობა კი ორიენტირებულია კლიენტზე. ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობაც ბანკებზეა მორგებული და უსამართლო პირობებში გვიწევს საკრედიტო სფეროსთან ურთიერთობა. ევროპულ ქვეყნებში ბევრი შეზღუდვა და რეგულაციები აქვთ ბანკებს სესხხების გაცემის კუთხით და შემდეგ მისი ამოღების მიმართულებით. მაგალითად, ბოლო საცხოვრისის კუთხით. არ შეიძლება იმ ბინის გირავნობით დატვირთვა, რომელიც ოჯახისთვის ბოლო საცხოვრისია, რადგან შემდეგ ის ბინის გარეშე არ დარჩეს და ისევ სახელმწიფოს პრობლემა არ გახდეს. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ბანკებს აკრძალული აქვთ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა. ასევე, თუ კლიენტი სესხს ვერ იხდის, 180 დღის შემდეგ ის გადახდის უუნაროდ მიიჩნევა და მას ეწერება ეს სესხები. ჩვენთან თითქმის სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებიან ამომღები კომპანიები მსესხებლებს და ყველანაირი ქონების ჩამორთმევაზე მიდიან. ამასთან ერთად, რაც მნიშვნელოვანია, ევროპულ ქვეყნებში არ შეიძლება ადამიანს ჩამოერთვას ქონება არაუზრუნველყოფილი სესხის გამო. მაგალითად, სამომხმარებლო სესხის გამო. ანუ, შენ სესხზე პასუხისმგებელი ხარ მხოლოდ იმ ქონებით, რომელიც ამ კონკრეტული სესხის შემთხვევაში ჩადე უზრუნველყოფაში. მაგალითად, მე თუ სესხი ავიღე უზრუნველყოფის გარეშე, ბანკს ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციას უფლება არ აქვს ქონება წამართვას, თუნდაც სასამართლოს გზით. ჩვენთან, სამწუხაროდ, კანონმდებლობა საკრედიტო ორგანიზაციების მხარეზეა და მათ ამის უფლება აქვთ. ეს ძალიან არასამართლიანია და იმედია, მომავალში შეიცვლება.

ნინი მაზიაშვილი

 

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

12 years ago
ოჯახი საუკეთესო რამ არის, რაც გაგვაჩნია-ფოტორეპორტაჟი

ოჯახი საუკეთესო რამ არის, რაც გაგვაჩნია-ფოტორეპორტაჟი

8 years ago
„81 ყოფილი თანამდებობის  პირი სამამართლომ  უკვე  დამნაშავედ  სცნო“ – ეკა ბესელია

„მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის ახალი ხედვა, პირველ რიგში საპატიმრო სასჯელი უნდა გამოვრიცხოთ“ – ეკა ბესელია

10 years ago
თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა

თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა

3 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by