სარწყავი სეზონისთვის მსოფლიო ბანკმა, ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მელიორაციას სპეცტექნიკა გადასცა, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობებით (გენერატორი, შედუღების აპარატი. ელ. მექანიკური ხელსაწყოები, ინსტრუმებტები და ა.შ).
ტექნიკის დახმარებით სამელიორაციო სისტემებზე ავარიის შემთხვევაში, მათ შორის სტაციონარულ და გადასატან სატუმბ სადგურებზე შესაძლებელი გახდება ოპერატიულად განხორციელდეს სარემონტო სამუშოები.
სპეციალური დანიშნულების ტექნიკა საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გადანაწილდება.





