• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენს ჩანაფიქრს რეალობად აქცევ” – ინტერვიუ საინტერესო შემოქმედების ავტორთან

8 years ago
in პერსონა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება, ფიქრი რაღაც სხვაზე – ახალსა და განსაკუთრებულზე. ხელოვნება – ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, ამიტომ ის უფრო მეტად თანდაყოლილია, ის შინაგანი ძალა და ენერგია რაც ადამიანის შიგნითაა. სტუდენტობის ასაკიდან დაიწყო თამუნას შემოქმედების ისტორია, რომელმაც საკუთრი თავი ხელოვნებაში იპოვა. დღეს ზუსტად იცის, რომ ეს მისი საყვარელი საქმეა, რომლის კეთების სურვილი ყოველთვის ექნება.

The Tbilisi Times გაგაცნობთ საინტერესო შემოქმედების ავტორს – თამუნა გაჩეჩილაძეს.

თამუნა, მოგვიყევით თქვენზე,რატომ გადაწყვიტე, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით, რა იყო პირველი დეკორაციის შექმნის მოტივაცია, როდის გადაწყვიტე, რომ სამომავლოდ გაგეგრძელებინათ ეს საქმიანობა?

– პროფესიით ისტორიკოსი და იურისტი ვარ, ბუნებაზე და მოგზაურობაზე უზომოდ შეყვარებული. ის რასაც ვაკეთებ  უფრო ჰობია, ვიდრე საქმიანობა, თუმცა არის პერიოდი როცა მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, ისეც ხდება რომ ვჩერდები ვიდრე ახალი მუზა არ მომივა. პირველი დეკორაცია შორეულ წარსულში, 1992 წელს უნივერსიტეტის პირველ კურსელმა გავაკეთე. პატარა ხელით შეკერილი თოჯინა, რომელიც ჩემს მეგობრებს ვაჩუქე და დღემდე აქვთ შენახული.

რა არის თქვენი შთაგონება შემოქმედებით პროცესში, როგორ იქმნება თამუნა გაჩეჩილაძის ფერადი, საინტერესო, ულამაზესი დეკორაციები და როგორია სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ თქვენს ნამუშევარს ქმნით?

– შთაგონება წელიწადის დროა, ფერებიც და განწყობებიც მხოლოდ ამის მიხედვით მოდის. შემოდგომა ჩემთვის ფერების სათავეა, ყველაზე აქტიური და შემოქმედებითი ნოემბერში ვარ. სამუშაო გარემო ჩემი სახლის უზარმაზარი მაგიდაა და კლასიკური მუსიკა. და კიდევ ერთი ადგილი სადაც ყველაზე ბევრი რამ მიკეთებია ჩემი აგარაკის ეზოა, ზღაპარია როცა ბუნებაში ქმნი ბუნებრივი მასალით რამე დეკორაციას. ყველაზე მთავარი კიშინაგანი განცდებია, თუ ბედნიერი ხარ სასწაულს გააკეთებს ადამიანი.

თქვენი ნამუშევარი, რომელსაც არასდროს დათმობთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელია და რატომ?

– ასეთია საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ექვსი ათასი ფერადი ღილისაგან გავაკეთე.

ეს ღილები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიტანე, მოვაგროვე და ორი კვირა ვაკეთე. ისეთი ფერადია და ისეთი ლამაზი ეხლაც მაისია და ჩემი სახლის ინტერიერის მთავარი ნივთია.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების დასამზადებლად და ძირითადად რა სახის ნაკეთობებს ამზადებთ?

– ნაწილ მასალას ვყიდულობ, სამწუხაროდ ბევრი ისეთი წვრილმანია რომელსაც საქართველოში ვერ იშოვი, ამიტომ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ისეთ ადგილებს ვსტუმრობ, სადაც შევძლებ ჩემთვის სასურველი მასალის ყიდვას. ისეც მომხდარა რაღაც დამინახავს მანამდე არც მიფიქრია მსგავს დეტალზე, მომწონებია, მიყიდია და მერე ჩემი დეკორაციის უმნიშვნელოვანესი დეტალი გამხდარა. მაგრამ ძირითადი მასალა მაინც ბუნებრივია. გაზაფხულდება თუ არა ხშირად გავდივარ ქალაქიდან და ვიწყებ მასალის შეგროვებას. ვიყენებ ყველაფერს პურის თავთავებიდან დაწყებული, გამხმარი გვირილები, ეკლანი ბუჩქების ნაყოფი, გირჩები, რკოები, ხავსი, თხილი, კაკალი და კიდვე უამრავი სხვა.

რა არის თქვენ საქმეში განსაკუთრებული, რის გამოც ის გიყვართ?

– რეალობას მავიწყებს და ზღაპრულ სამყაროში გადავყავარ. და როცა გადაღლილი, რელურ სამყაროში ვბრუნდები სიხარულით მევსება გული როცა ვხედავ რა გამომივიდა.

აღნიშნავენ, რომ ხელოვანი შემოქმედებითი საქმიანობის დროს ხშირად კარგავს დროისა და სივრცის აღქმას. მუშაობის პროცესში თქვენ თუ დაგიკარგავთ რეალობის შეგრძნება?

– ასეთი ზუსტი გამოთქმა არასოდეს გამიგონია და ვეთანხმები, ბევრჯერ დამთენებია და ვერ მივმხვარვარ როგორ გავიდა დრო. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენს ჩანაფიქრს რეალობად აქცევ, წარმომიდგენია რა განცდა ეუფლებოდათ დიდი ხელოვანებს თავიანთ ქმნილებას დასრულებულს რომ ხედავდნენ.

რა ისტორიები აქვს თქვენს ნივთებს და როდის ქმნით მათ?

– იმისათვის, რომ რომელიმე ნივთს ისტორია ჰქონდეს მნიშვნელოვანია რისთვის ვქმნი მას და წელიწადის რომელი დროა. ჩემთვის როგორი დღეა იმასაც კი მნიშვნელობა აქვს, თუ წვიმს და ნისლია მაშინც ყველაზე დახვეწილია, მზეში შეიძლება ისეთი კარგი არ გამოვიდეს. ჩემთვის წვიმა ფიქრია და განწყობა, ამიტომ ყველაზე მეტი ნივთი სხვისთვის ცუდ, ჩემთვის კი საუკეთესო დღეებში მაქვს გაკეთებული.

ხელოვნების ნიმუში ითვლება, რომცა ავტორის პიროვნების ნაწილია და მის შინაგან სამყაროს ასახავს. როგორია თქვნი ნამუშევრები და რამდენად ახლოსაა თქვენს ხასიათთან, მუშაობის პროცესში რა როლს თამაშობს თქვენი განწყობა?

– ჩემი შინაგანი სამყარო ყოველთვის ფერადია, მიიუხედავად იმისა რომ რეალობა არ გვაქვს ასეთი. ვცდილობ რეალობაში დიდხანს არ დავრჩე და  ისეთს ვხედავდე სამყაროს როგორიც მინდა. ნამუშევრები ალბათ ჩემი ოცნების სამყაროსთან უფრო ახლოა. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს და ნოემბერი დადგება თუ არა უკვე განწყობაც ამაღლებული მაქვს, ვიდრე დადგება ახალი წელი ყოველ დღე ვმუშაობ და იდეებიც თავისით მოდის. ყველაზე მეტი დეკორაციაც საახალწლო  მაქვს.

სამომავლო გეგმებზე რომ მესაუბროთ, რისი გაკეთება გსურთ თქვენი შემოქმედების გასავითარებლად, რაზე ოცნებობთ?

– რომ შემეძლოს ხელოვნების ცენტრს გავხსნიდი, სადაც ყველა ადამიანს ექნებოდა საშუალება თავისი ნამუშევრების გამოფენის, ამ სივრცეში ყოველ დღე ხელოვანების შეკრებებს მოვაწყობდი და მსოფლიოს ვაჩვენებდი ამ ნამუშევრებს.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

კულტურის სამინისტრო რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს

კულტურის სამინისტრო რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს

11 years ago
“2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს  რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს”

“საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში აშშ-ის ყველა სივრცეში”

11 years ago
“ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველ სამ წელიწადს რეგიონში იმუშვებს”

“სასამართლოს დასჭირდება გაჯანსაღება, იქნება ეს რეფორმირების თუ სხვა კუთხით”

10 years ago
1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფალი რეჟიმისთვის – გაბუნია

1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფალი რეჟიმისთვის – გაბუნია

5 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by