• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კოვზანაძე – 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა, ინფლაცია კი მიზნობრივ ნიშნულზე ქვევითაა და შეადგენს 2,8%-ს, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ნაერთი ბიუჯეტის შესრულების დადებითი მაჩვენებელი გვაქვს, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯვით ნაწილში. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელია 104,4% და დამატებით მობილიზებულია 102 მლნ. ლარი, ხოლო ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანია კაპიტალური ხარჯების, ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯების ათვისება, რომელიც 87,7 მლნ ლარით მეტია, ვიდრე წინა წლის პირველ კვარტალში. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამური ხარჯვითი ნაწილის შესრულება 93,9 %-ია, რაც საერთაშორისო დონეზე ბიუჯეტის ნამდვილად კარგ შესრულებად ითვლება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა ფინანსთა სამინისტროს წარმოდგენილი მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 213 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა, შემდეგ ეს ციფრი დაზუსტდა და 221 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით მობილიზდა 144 მლნ. ლარი.

„საქართველოს ეკონომიკაში ყველა მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე 2018 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა, ბოლო 2 წელიწადია, ექსპორტი იმპორტთან შედარებით, წინმსწრები ტემპით იზრდება, შემოსავლები ტურიზმიდან ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც დღეს კომიტეტმა განიხილა, მიუთითებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტების მიხედვით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, 5 % -ის ნაცვლად, ხოლო 100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა.

დღესვე კომიტეტის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტები: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

აღნიშნული კანონპროექტების შემუშავება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამ. ცვლილებების მიზანია, საკანონმდებლო აქტები ჰარმონიზაციაში იყოს ქვეყნის უზენაეს კანონთან.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

„გიორგი აღარ გვყავს… ეს სიტყვები ხმას არ ემორჩილება, გონება ვერ იჯერებს…“ – რას წერენ ხონში დაღუპულ ახალგაზრდაზე

„გიორგი აღარ გვყავს… ეს სიტყვები ხმას არ ემორჩილება, გონება ვერ იჯერებს…“ – რას წერენ ხონში დაღუპულ ახალგაზრდაზე

1 year ago
დედაქალაქის მერმა „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა

დედაქალაქის მერმა „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა

8 years ago
დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა ივლისში დასრულდება

დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა ივლისში დასრულდება

11 years ago

ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

9 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by