კოლებში რელიგიების სწავლების საკითხზე მსჯელობისთვის შექმნილი სპეციალური ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბება, ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა:
“რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების საკითხზე სამუშაო ჯგუფი უკვე ფორმირებულია. მათ დაიწყეს მუშაობა მიზნების შეჯერებაზე. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება კონცეპტუალურ ხედვაზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცალკეულ დეტალებზე მსჯელობა და სასწავლო პროგრამების მომზადება.
ჯგუფში ყველა კონფესიის წარმომადგენელია მოწვეული და დღეს ექნებათ პირველი შეკრება”,- განაცხადა ლია გიგაურმა.
ლია გიგაურმა სკოლებში რელიგიის საკითხთან დაკავშირებით განმარტება თებერვალშიც გააკეთა. მაშინ მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სკოლებში რელიგიის გაკვეთილების ჩატარება არ იგეგმება. მინისტრის ინიციატივა საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად რელიგიების ისტორიებისა და კულტურის შემოტანას ეხება.






